დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯეჯილი ქველმოქმედებისთვის – 30-ე სკოლის ტრადიცია
2015/05/01 13:31:14

მიმდინარე სასწავლო წელს, 30-ე საჯარო სკოლაში, ტრადიციულად შედგა სააღდგომო საქველმოქმედო აქცია ახალი ინიციატივებითა და ბენეფიციარებით. წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საერთო საქმისთვის გაერთიანდა სკოლის თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი. მათ გადაწყვიტეს საქველმოქმედო კონცერტის გაკეთება და შემოსული თანხით ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარება. 

 

პროექტის პირველ ეტაპზე სკოლის VIII,IX, X, XI კლასელებმა დათესეს სააღდგომო ჯეჯილი. ამასათანავე დაიწყეს კონცერტისთვის მზადება. მეორე ეტაპი მოიცავდა დათესილი ჯეჯილის გაყიდვას სკოლის  ტერიტორიაზე. აქვე მოხდა თემში წინასწარ შერჩეული მატერიალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სააღდგომო ნობათების გადაცემა.  პროექტის ხელმძღვანელები (მირანდა ცხადაძე, თამარ ბეჟუაშვილი, ქეთევან ცირეკიძე), მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, იმყოფებოდნენ პანსიონატში, რათა გაეცნოთ მოხუცები და მოემზადებინათ სიუჟეტი. აქვე მოხდს მოხუცების საჭიროებების დადგენა. აღმოჩნდა, რომ პანსიონატს არ გააჩნდა ფოტო-ვიდეო კამერა, რომელიც ასახავდა მოხუცების მიერ დადგმულ სპექტაკლებსა და თუ სხვა საინტერესო მოვლენებს მათი ცხოვრებიდან.

 

2015 წლის 3 აპრილს მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც სკოლის მოსაწვლეების გარდა მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტებიც (პაპუნა რევიშვილი, გაგა გოგრიჭიანი) და მუსიკალური როკ-ბენდი „blind me”.   კონცერტზე ასევე შედგა პანსიონატში გადაღებული სიუჟეტის ჩვენება. ჯეჯილის გაყიდვიდან და საქველმოქმედო კონცერტიდან აღებული თანხით შევიძინეთ ფოტო-ვიდეო კამერა, ტკბილეულობა და გადავეცით ხანდაზმულთა პანსიონატს. ჩვენი თანამშრომლობა მოხუცებთან მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია