დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირი - ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/05/01 00:58:42

23-24 აპრილს , წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“-ში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე „ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის“. სემინარი მოაწყო სსიპ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა.


სემინარის გახსნას დაესწრნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს გამგებელი კოსტანტინე მამისეიშვილი, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, სხვა ოფიციალური პირები.


მედიის წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრის მიზანი იყო ჟურნალისტების ინფორმირება საქართველოს ევროინტეგრაცის  პროცესების შესახებ, მედიის როლისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება.


საინტერესო და აქტუალურ თემებზე- საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DGFTA), სურსათის უვნებლობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები- ისაუბრეს :  ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ბუჯიაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანა საბახტარაშვილმა, ექსპერტებმა ნათია სამუშიამ, მანანა ვარდიაშვილმა.


მითები და რეალობა ევროკავშირთან დაკავშირებით -ამ სახალისო, შემეცნებით დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ჟურნალისტები და ბევრ სადავო საკითხსაც მოეფინა ნათელი.

სტიმულისა და წახალისებისთვის, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი ევროკავშირის თემაზე მომზადებული საუკეთესო ანალიტიკური სტატიისა და სიუჟეტისთვის.

დასასრულს, სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია