დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილი მეუღლის მიმართვა
2015/04/30 18:37:21

მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

 

„მივცემ თავს უფლებას და ბექას გვერდიდან მოგმართავთ ყველას!!! (იმას რასაც ბექა იტყოდა)....

 

ხანდახან სიტყვების პოვნა რთულია, რადგან უბრალოდ არ იცი რა თქვა, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია არ შემიძლია არ ვთვა ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს.... ჩვენი ოჯახი დიდი ხანია ქირით ვცხოვრობთ და რაღა დავმალოთ და ოცნებად გვქონდა ქცეული ჩვენი მყუდრო ბინა, ადგილი სადაც ჩვენი ოჯახი დიდი სიყვარულით იცხოვრებდა.... თუმცა ჩვენ ყველგან ბედნიერები ვიყავით. ჩემთვის, როგორც ბექას მეუღლისთვის ეს დიდი სიხარული და ჩემი ოცნება ტკივილნარევია, რადგან ბექას გარეშე ყველაფერი უბრალოდ არაფერია, თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო ამ ადამიანების ასე თავდადებული გვერდში დგომა და გამხნევება. მე ვხედავ საქართველოს ჩემს გულშემატკივრად და ჩემი ბექას გულწრფელად დამტირალს.... მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.... ღმერთმა გაშოროთ ყოველგვარი განსაცდელი“, - წერს მარგიშვილის მეუღლე.

ბექა მარგიშვილის ოჯახს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ბინა გადასცა.

 

შეგახსენებთ, მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან დაჭრეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტზე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია