დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს ბინა გადასცა
2015/04/30 17:55:48

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

 

ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.

 

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია