საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ქუთაისშიც აღნიშნეს
2015/04/30 15:35:49

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.


ჯარისკაცებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილი დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა ბრიგადის შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.

 

„მთელ ქვეყანას ვულოცავ შეიარაღებული ძალების 24 წლისთავს. ჩვენმა ჯარისკაცებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს. ჯარისკაცები ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები არიან." - განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია