დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში მცხოვრებლები C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის ღირებულების 10%-ს გადაიხდიან
2015/04/30 14:18:40

თბილისის მერია უერთდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამოწყებას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით. თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის პროგრამა და მისი განხორციელების წესი განიხილა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 

წესი განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა როგორც სკრინინგული კვლევის დაფინანსებას, ისე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიაგნოსტიკის თანაგადახდის უზრუნველყოფას. 

 

დაფინანსების მეთოდოლოგია შემდეგი წესით განისაზღრა: C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით (სკრინინგი) ფინანსდება სრულად, პაციენტის თანაგადახდის გარეშე. ხოლო სწრაფი/მარტივი ტესტირებით C ჰეპატიტის დადებითი პასუხის მქონე პირებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევები დაუფინანსდება შემდეგნაირად: პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ჯანდაცვის სამინისტრო 70%-ით, ხოლო თბილისის მერია 30%-ით დააფინანსებს. ყველა სხვა მოსარგებლეს კი მერია დადგენილი ღირებულების 60%-ს, სამინისტრო კი 30%-ს დაუფინანსებს.

 

სკრინინგული კვლევით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისში აქვთ. 

 

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარება შეეძლება პირს, რომელიც ამავდროულად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტშია ჩართული. პროგრამის მიზანია, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული.

 

წყარო; http://ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია