დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
38-ე საჯარო სკოლის ღონისძიებები
2015/04/30 13:33:15

სსიპ ქ.ქუთაისის №38 საჯარო სკოლა გამოირჩევა აქტიური სასკოლო ცხოვრებით.

 

24 მარტს V კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად ეწვივნენ ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმს, სადაც ჩატარდა გაკვეთილი-პროექტი. ბავშვები გაეცვნენ გამოჩენილი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

 

 

***

 

31 მარტს მე–IV კლასის მოსწავლეები (ხელ–ი დ.კაკაურიძე) სტუმრად იმყოფებოდნენ მოხუცთა  თავშესაფარში. ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მოხუცებს.მათ მოსწავლეებმა სამახსოვროდ საჩუქრებიც გადასცეს.

 

 

 

***

მე-VII კლასის მოსწავლეებმა (ხელ-ი  რ. ბაბუნაშვიმა) ჩაატარეს 9 აპრლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, იყო მათი საოცნებო სახელი.” ბავშვებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

 

***

22 აპრილს აღინიშნა დედამიწის დღე, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეკო-კლუბის მოსწავლეები და სკოლის თვითმართველობა, ბავშვებმა მოიტანეს ნერგები, რომლითაც გაამწვანეს და გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ჩატარდა აქცია „გავუფრთხილდეთ ხეებს“. მოსწავლეებმა შეაგროვეს  მაკულატურა,  ჩააბარეს და სანაცვლოდ მიიღეს ახალი წიგნები.

 

 

***

 

27 აპრილს მე-IX კლასში ჩატარდა პრეზენტაცია „ დავიცვათ   ბავშვების  სიცოცხლე“. გიორგი გაბრიაძემ და ლიკა გაბუნიამ  ისუბრეს  საგზაო წესებსა და უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე, მათი აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია