საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლარი „გაიქცა“
2015/04/28 14:16:04

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.29-2.30 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.27-დან 2.29 ლარის ფარგლებში იბარებენ.


კომერციულ ბანკებში კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.32-დან 2.33 ლარამდე მერყეობს. 


"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.33 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2,27 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3300 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.2700 ლარად. 


"ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.3200 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.2750 ლარად. 


ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2852 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება. 

 

წყარო: 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია