დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შიმშილობს ირაკლი წერეთელი?
2015/04/28 12:47:39

27 აპრილს საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ეროვნული მოძრაობის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა დაიწყო. 

 

განცხადება წერეთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა. ირაკლი წერეთელი სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და კოალიციური მთავრობის შექმნას, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის განთავსებას ითხოვს, ასევე, მიმართავს პროდასავლურ ძალებს, 26 მაისს ზეპარტიული მანიფესტაცია მოაწყონ.

 

„დღეს, ორშაბათს,2015 წლის 27 აპრილს ქრისტესშობიდან ვაცხადებ გრძელვადიან შიმშილობას გამოკვეთილად კონრეტული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთხოვნებით:

 

1. დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლად გაუმართლებელი, ყოვლად სამარცხვინო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სასწრაფოდ შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული ყოველგვარი სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება! მიხეილ სააკაშვილს ვაცხადებ, რომ იგი დღევანდელი მდგიომარეობით ,აუცილებლად არის უსამართლოდ პოლიტიკური დევნილი, რუსეთისა და პრორუსული ხელისუფლების მიერ და ამასთან ერთად ღირსეული მებრძოლი პოლიტიკურად, უკრაინისა და უკრაინელი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

 

2. დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები!

 

3. საქართველოს პარლამენტმა, როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საკანონმდებლო ორგანომ, სასწრაფოდ მიიღოს ორგანული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის მრავალწლოვანი იმპერიული აგრესიისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების საერთაშორისო მხილების,დაგმობის, აკრძალვისა და აღკვეთის შესახებ! 

 

4. საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისო საკანონმდებლო,სავალდებულოდ აღსასრულებელი სამართლებრივი-საკანონმდებლო აქტის მიღებით, დაადასტუროს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს უზენაესი კანონის--1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციიც უზენაესობა, მისი დაცვისა და შესრულების აუცილებლობა, თუნდაც მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების კონსტიტუციურად განსაზღვრული მიღებით!

 

5. გადადგეს დღევანდელი მთავრობა, შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც!

 

6. საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში ,სასწრაფო წესით შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტები და საქართველოში განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზები!

 

7. 2015 წლის 26 მაისს საქართველოში. კონკრეტულად ტფილისში,ყველა ეროვნული, დემოკრატიული, ატლანტიკური ძალის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდეს მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ზეპარტიული დემონსტრაცია, გამოკვეთილად კონკრეტული მოთხოვნებით!

 

პირველი ხუთი მოთხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს! მეექვსე მოთხოვნით მიმართავ აშშ-ს. მეშვიდე მოთხოვნით მივმართავ ეროვნულ და ატლანტიკური ოპოზიციის მთლიან სპექტრს და აუცილებლად მთელს ქართველ ერს, ყველა ნამდვილ, თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ ქართველს! ჩემი შიმშილობის პირველი სამი დღე ვიქნები სახლში. 

 

2015 წლის 30 აპრილიდან დავიწყებ სისტემატიურ გასვლას გარეთ! ყველას ვინც დაინტერესებდებით უპრობლემოდ შეგიძლიათ მნახოთ. სოლიდარობა და სტუმრობა მხოლოდ გამახარებს. გაუმარჯოს ღირსეულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის! სოლიდარობა ქართველ პოლიტპატიმრებს! სოლიდარობა უსამართლო და სამარცხვინო დევნილობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს! სოლიდარობა საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკვდავსა და უაღმატებულეს იდეას! ძირს რუსეთის ყოვლად დამპალი და უბოროტესი იმპერია! დიდება ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას! დიდება უზენაეს უფალ ღმერთს! ჩემი გრძელვადიანი შიმშილობა უკვე ოფიციალურად დაიწყო" . ირაკლი წერეთელი.

 

წყარო: http://www.tzona.org/ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია