დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია „მწვანე ფილტვები“
2015/04/27 16:01:10

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ორთოდოქსები", სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ სულხან მახათაძეს მწვანე ნარგავების გამოყოფასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა.

 

ქალაქის გამგებელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა დაავალა.

 

ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფრსომა ბატონმა ზურაბ ცარციძემ, კლუბის წევრებს ნერგები და სამუშაო იარაღები გადასცა, ასევე გამოუყო ტრანსპორტი.

 

დედამიწის საერთაშორისო დღეს სამოქალაქო კლუბის „ორთოდოქსები" ინიციატვით გამწვანების აქცია „მწვანე ფილტვები" მოეწყო. მასში სკოლის მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია