საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში
2015/04/27 15:57:34

2015 წლის 25 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა“ ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, მოეწყო სასწავლო ვიზიტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ვიზიტში პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. 


მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის ის თანამედროვე ლიტერატურის უნიკალური კოლექცია ნახეს, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია განთავსებული. 

 

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა პოლიტიკურ სწავლებაზე ორიენტირებული, შესაბამისად ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ახლადგამოცემული წიგნები ამ სფეროს ყველა მიმართულებაში: პოლიტიკური თეორია, პოლიტიკური ანალიზი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური კვლევები, ეროვნული უსაფრთხოება, პოლიტიკური ურთიერთობები, სამართალი და ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენოლოგიასა (მეცნიერება ღვინოების შესახებ) და მეღვინეობის კვლევებს, როგორც საქართველოს განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს.

 

 

ვიზიტის მონაწილეებს მეგზურობა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ლანა ღვინჯილიმ გაუწია. მოსწავლეები შეხვდნენ გამგეობის თავმჯდომარეს ანდრო ბარნოვს, რომელიც მოსწავლეებს ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებზე ესაუბრა. ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო გამომცემლებთან, როგორიცაა SAGE, Cambridge, Wiley, Chicago University press, Harvard University Press, Bloomsbury, Palgrave, Person, Rutledge და სხვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია