საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
FOTO - ველური თაფლის მოპოვების გასაოცარი მეთოდი
2015/04/27 15:24:54

ველური თაფლის  მოპოვება სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა და იგი უძველესი კულტურის ნაწილია ნეპალში. უკვე ათასი წელია, ამ საქმიანობას ეწევიან და იქ მცხოვრებთა გარკვეული ნაწილისთვის თაფლი საარსებო წყაროა.

 

მიზნის მისაღწევად მთაში ძრომიალით მათ უამრავი ნაკბენი და დაზიანება უჩნდებათ. ველურ პირობებში თაფლის მოპოვება არის საქმიანობა, რომელიც მრავალ ცივილიზაციაში  უძველესი კულტურის ნაწილია.  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლზე „ნადირობა“  ქრისტეს შობამდე 13 ათასი წლის წინათაც იყო. ამის დასტურად ისინი კლდეებზე დატოვებულ დოკუმენტურ მასალას, ძირითადად ნახატებს მიიჩნევენ, რომლებიც ზუსტად ასახავენ, ამ კულტურის არსებობას.    ამ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის საქმიანობა  თაფლის მოპოვება და მისი რეალიზაციაა. რამდენიმე სოფელში ადგილობრივების შემოსავლის წყარო დამოკიდებულია  სწორედ ფუტკრების თავდაუზოგავ შრომაზე.  ნეპალელებს გაუმართლათ, რადგან ამ ქვეყანაში პლანეტაზე ყველაზე დიდი მუშა ფუტკრები ცხოვრობენ, რომლებიც  Apislaboriosa -ს ოჯახის წარმომადგენელიბი არიან.  სწორედ ამ სახეობის ფუტკრებს შეუძლიათ ციცაბო კლდეებზე ფიჭაში თაფლის შეგროვება ისე, რომ თაფლზე მონადირეებმა მარტივად შეამჩნიონ. ისინი თვალსაჩინო ადგილას აკეთებენ ფიჭას.

 

ადგილმდებარეობის  გამო, ფუტკრის სკებამდე მისასვლელად, თაფლზე მონადირეები იყენებენ თოკის კიბეს და თან აქვთ კალათები. კლდეებზე მოსახლეობა ბაგირების დახმარებით ადის. მათ კუსტარულად დამზადებული ხელსაწყოების საშუალებით, რომელიც სავარცხლის ფორმას წააგავს, ფიჭებიდან თაფლი ამოაქვთ და კალათებში აგროვებენ.

 

თაფლის მოსავლის აღება ჩვეულებრივ წელიწადში  ორჯერ ხდება.  მის მოპოვებას ადგილობრივები  დაახლოებით 3 საათს ანდომებენ. დრო დამოკიდებულია  იმაზე, თუ რამდენად რთული რელიეფური გარემოა.

 

ამ ექსტრემალური საქმიანობის საინტერესო დეტალი ისიც გახლავთ, რომ  მოსავლის აღებას წინ ერთგვარი რიტუალი უძღვის. თავდაპირველად თაფლზე მონადირენი იწყებენ ლოცვას და წირავენ ყვავილებს, ხილსა და ბრინჯს.  შემდეგ ისინი ანთებენ ცეცხლს და აბოლებენ ფიჭებს, რომ ფუტკრები გარეთ გამოვიდნენ. თაფლზე „მონადირე“ ბაგირის კიბეებით კლდეზე ზემოდან ეშვება. მას დამხმარეები ჰყავს, რომლებიც თოკის სიგრძეს არეგულირებენ, ისინი საჭიროებისამებრ თოკს ჭიმავენ და შემდეგ ისევ უშვებენ. თაფლის მომპოვებელი კი სავარცხლის ფორმის ხელსაწყოთი ფიჭიდან თაფლს იღებს.

 

თაფლის მოპოვების ეს ტრადიციული მეთოდი ნეპალში ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი გახდა. მთელი რიგი ტურისტული კომპანიები ტურისტებს სთავაზობენ თაფლის აღების სეზონზე, ამ რიტუალზე დასწრებას. მათ სხვადასხვა ადგილებში გადაჰყავთ ვიზიტორები, რომლებიც ამ პროცედურებს თვალს ადევნებენ. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ტურისტებს თაფლზე ნადირობის ნახვა განსაკუთრებით მოსწონთ, რადგან ისინი ამ პროცესის მომსწრენიც ხდებიან და მონაწილენიც. ისინი ადიან იმ სიმაღლეებზე, საიდანაც ნეპალის ლანდშაფტი ხელის გულივით იშლება და თვალწარმტაცი პანორამული ხედებით დატკბობაა შესაძლებელი. ნეპალში ყველაზე პოპულალური ადგილი, სადაც თაფლზე მონადირეები აქტიურად მუშაობენ არის Bhujung, Nai Chi, Pasgaon, NayaGaun, Ludhi და Dare.

 

honey-hunters-nepal-39[4]

11

6320b3e9432fdba2fcd0cc57164c4211

301590_original

d9199a63dbb451c7a428d3df575fcc20

funtime.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია