საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტ ნოდარ კაპანაძის თქმით, საქართველოში სიღარიბემ იკლო, თუმცა ამას არ აშუქებენ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/27 12:22:51

ბოლო პერიოდში პოლიტიკური ძალები თითქოს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ და მმართველი და ოპოზიციური ძალები სხვადასხვას ამტკიცებენ მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.  ერთი მხარის აზრით, სიღარიბის დონემ ქვეყანაში იკლო, მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ მოსახლეობა ტოტალურად გაღატაკდა.

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტ ნოდარ კაპანაძეს, რომელსაც სიღარიბის დაძლევის კონცეფცია შედგენილი აქვს, თუმცა ის ამბობს, რომ მისი მოსაზრებები ეკონომიკურ გუნდში ან არ წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს, ან კიდევ მისი გათვალისწინება არ სურთ.

 

საქართველოში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სიარიბის დონის შემცირების ტენდენცია, მაგრამ ამის თაობაზე მასმედიის არც ერთ საშუალებაში არ არის საუბარი და ამ ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყება,  სტატისტიკის სამსახური, დუმს, როგორც ფაშისტების ტყვეობაში ჩავარდნილი პარტიზანი. ძვირფასი სტატისტიკა ასევე მეტყველად დუმს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში არსებულ დადებით ტენდენციებზე. სამაგიეროდ ფართოდ აფიშირებულია ყველა მცირედი დანაშაული.

 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ არის განხორციელებული სიღარიბის დიაგნოსტიკისა და ანლიზის მიმართულებით სერიოზული მუშაობა, არაა აგებული სიარიბის პროფილი და ქვეყანას არ გააჩნია სიღარიბის შემცირების (ყურადღება მიაქციეთ, რომ არა დაძლეის, არამედ შემცირების)  სტრატეგია.

 

ვინაიდან სიღარიბის შემცირების არსებული ტენდენცია არის ეპიზოდური მოვლენა და არა სისტემური და უმცირესი კონიუქტურული ცვლილება საკმარისია იმისათვის, რომ ტენდენციამ საპირისპირო მიმართულება მიიღოს. თუ მომაალ წელს გლეხებს აღარ მივცემთ ვაუჩერს ან არ დავუხნავთ მიწას და ასე შემდეგ, ტენდენცია კვლავ საპირისპირო სახეს მიიღებს, რადგან საქართველო და მისი ეკონომიკა უკვე  20 წელზე მეტია, იმყოფება სისტემურ კრიზისში, საიდან გამოსვლაც ეპიზოდური ღონისძიებებით უბრალოდ შეუძლებელია!

 

აქდან გამომდინარე, აუცილებელია სიღარიბის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და დროში გაწერილი ღონისძიებების სქემის მომზადება; გასათვალისწინებელია, რომ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სამინისტროს პრეროგატივა და მთელი მთავრობის საპროგრამო დოკუმენტი უნდა იყოს.“

 

ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ მას აქვს მომზადებული სიღარიბის შემცირების კომპლექსურ ღონისძიებათა სქემა, თუმცა მის კონცეფციას მთავრობაში ყურადღებას არ აქცევენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია