2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ ან აირჩნენ. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.
გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ. მაგალითად,
შედარებისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაითვალა მსგავსი სექტორის კომპანიებიდან საჯარო სექტორში წასული თანამდებობის პირების ოდენობა. მაგალითად ორი კომპანია ავიღეთ: სამშენებლო კომპანია აქსისი და საქართველოს ბანკი. აქსისიდან 2012 წლის შემდეგ მხოლოდ ორი ადამიანი დაინიშნა თანამდებობის პირად, საქართველოს ბანკიდან კი – 12. ამ 12 პირს შორის არიან რწმუნებულის მოადგილე (1), გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი (1), გამგებლის მოადგილეები (2), მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (1) და სხვადასხვა საჯარო უწყებებში დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსები ან მოადგილეები (7). არც ერთი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი ან იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებში დასაქმებული ცალკეული პირები ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო ბატალიებში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეკრიბა ინფორმაცია ქონებრივი დეკლარაციებიდან იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შემდეგ კომპანიებსა და ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულები:
იმის გამო, რომ ამ კომპანიებს უმეტესად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მფლობელები ჰყავთ, მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ამ კომპანიებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კავშირზე სხვადასხვა წყაროები მიუთითებენ.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ. შესაბამისად, წინამდებარე ბლოგი მთლიანად ვერ ასახავს იმას, თუ რამდენი პირი დასაქმდა საჯარო სამსახურში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიდან.
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციისმიხედვით, საქველმოქმედო ფონდ ქართუს თავმჯდომარე, შპს ქართული ოცნების დირექტორი და სს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი ქართუს და ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე შპს აგრო ქართუს გენერალური დირექტორი იყო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (ამჟამად თბილისის ვიცემერი) დიმიტრი ქუმსიშვილი კი ბანკი ქართუს დირექტორის პოზიციასიკავებდა. ასევე, მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შპს ქართუ მენეჯმენტის დირექტორი იყო. ეს კომპანიაც ქართუ ბანკის მისამართზეა რეგისტრირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
თავად მინისტრის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 5 თანამდებობის პირი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა. სახელმწიფო უსაფრთოხების სააგენტოს დირექტორი მირიან მჭედლიშვილი სს ქართუ ჯგუფის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი იყო, მისი მოადგილე გიორგი დვალაძე კი სს ქართუ ჯგუფის კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორიავთანდილ თაბუნიძე ბანკი ქართუს და შპს ბურჯის სპეცტექნიკის ინჟინერი იყო. ბანკი ქართუს თანამშრომელი იყო მინისტრის აპარატის უფროსი მაია უსანეთაშვილი. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფისა და მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სერგო ჯანელიძე კი ასოციაცია ატუში, შპს ბურჯში და შპს ელიტა ბურჯში მუშაობდა. ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისუფროსად დაინიშნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის მსგავსად, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან უჯმაჯურიძეცშპს აგრო ქართუს თანამშრომლები იყვნენ.
ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ/შ გიორგი პატარიძე ქართუ ჯგუფის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მ/შ ვლადიმერ ხუნდაძე კი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისა და საბაჟო ფორმალობების განყოფილებას ასოციაცია ატუში და შპს ბურჯში ედგა სათავეში.
ჯანდაცვის სამინისტრო
ნოე ქინქლაძე 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. იქამდე, ის შპს ბურჯის დირექტორად მუშაობდა. იმავე წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, დაჩი ქინქლაძე ბანკი ქართუს იურისტი იყო და ფინანსთა სამინისტროში მრჩეველად1 დაინიშნა. 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით კი დაჩი ქინქლაძე სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.
განათლების სამინისტრო
ასოციაცია ატუს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.მეცხრე არხის გადაცემის წამყვანი ნატო ასათიანი ასევე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტელეკომპანია მეცხრე არხის უცხოეთის ახალი ამბების სამსახურის უფროსი კარლო სიხარულიძეიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად დაინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წყარო: http://transparency.ge/