დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გადააქციეს პარკირება ქუთაისში „ბივშტექსად“
2015/04/26 12:37:07

ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარ გია გოქაძე ქუთაისის მერსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერს გარიგებაში ადანაშაულებს. მორიგ ბრიფინგზე  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გია გოქაძემ პარკირებისათვის გამოცხადებული ტენდერის მეორედ ჩაშლაში ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ეს არის მურღულიასა და „პატრიოტ“ გოჩა თევდორაძის გარიგების შედეგი.

 

გოქაძე აცხადებს, რომ თავის დროზე ქუთაისის მერად შოთა მურღულიას „მოვლინებისათვის“ შედგა გარიგება, რის გამოც დღეს ქალაქში პარკირებისათვის გამოცხადებული ტენდერი ზედიზედ მეორედ ჩაიშალა.

 

რატომ ჩაიშალა პარკირების აუქციონი ქუთაისში ორჯერ? 660 000 ლარი მიუღებელი აღმოჩნდა ამ ბიზნესით დაინტერესებულთათვის? არა, ეს ბიზნესი არ არის წამგებიანი. მაგრამ ამ ეკონომიკურ ინტერესს აფერხებს პოლიტიკური ინტერესი, რომელიც თითქმის ორი წლის წინ იღებს სათავეს.

 

2013 წლის 21 ნოემბერს ქუთაისს მერად მოევლინაშოთა მურღულია, რომელშიც ლომის წვლილი მაშინდელი საკრებულოს იმ წევრებმა, რომელთაც გოჩა თევდორაძე მფარველობდა.

 

შედგა გარიგება რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ და არა ლამაზი თვალებისთვის.

 

ანუ ბიფშტექსის რა ნაწილი შეხვდებოდათ. ეს ბიფშტექსი აღმოჩნდა პარკირებაც და სხვა გასაყოფებიც. იმისთვის, რომ შოთა მურღულია ამ საქმეში სუფთა გამოსულიყო, საჭირო იყო .. „სანდო კაცი ორივე მხარისთვის. ასეთი სანდო კაციაღმოჩნდა ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი, მეტსახელად კაცი შუამავლის გარეშე.

 

ეს გარიგება დღესაც მუშაობს და ხვალ თუ წარმატებითმოინდომეს აუქციონის ჩატარება, აქაც ესენი იქნებიან, სხვისი გვარ-სახელებით. დანარჩენი დაპირისპირება მურღულიას კლანსა და გოჩა თევდორაძის კლანს შორის არის მხოლოდ ბრიყვთათვის.

 

ქართული ოცნებაპატრიოტთა ალიანსიდა დემოკრატიული საქართველოარიან ის პოლიტიკური ძალები ქუთაისში, რომელთა შორის ხდება ყველაფრის გადანაწილება, რისი გადანაწილებაც შეიძლება.“ _ აცხადებს გია გოქაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია