დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსკოვის თქმით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა "ანტირუსულია"
2015/04/26 11:14:41

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირმა სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელარუსისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის 2009 წელს დაიწყო, „ანტი–რუსულია“.


როდესაც ლუკაშევიჩს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მოახლოებული სამიტის შესახებ და ასევე იმის თაობაზე ჰკითხეს, ეწინააღმდეგება თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის ინტერესებს, მან უპასუხა: „რუსეთს ძალიან უარყოფითი პოზიცია აქვს ამის მიმართ“.

 

„ჩვენ თვალყურს გავადევნებთ იმას, თუ როგორ წარიმართება რიგის სამიტი. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ჩვენი რეაქცია საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იქნება,“ – განაცხადა მან.

 

„ჩვენ ვხედავთ, საით მიდის ეს „პარტნიორობა“ და როგორ ელფერს იძენს, პროგრამის მონაწილეების პოზიციების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

„მოდით დაველოდოთ შედეგებს. „პარტნიორობის“ არსს აშკარად აქვს მკაფიოდ გამოხატული ანტირუსული მიმართულება“, – დასძინა მან,

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანას ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით და რომელიც მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, ამ განცხადებას თავის Twitter–ზე უპასუხა: „მოსკოვი რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს აღიქვავს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულს. მათ სრულიად არასწორად ესმით. დროა შეჩერდეს ძველი ყაიდის აზროვნება“.

 

wyaro: http://www.civil.ge/geo/article.php?id=29313

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია