დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის გაუცრუა იმედები პრემიერის ვიზიტმა ქუთაისში?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/26 01:59:30

 

პრემიერის ქუთაისში ვიზიტთან დაკავშირებით "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს.

 

ბევრი ქუთაისელი იმედით შესცქეროდა ამ ვიზიტს, რათა გაეგო, თუ რა პერსპექტივა აქვს მომავალში ქალაქს.სამწუხაროდ, ვინც ადევნებდა ამ ვიზიტს თვალს, იმდგაცრუებული დარჩა. პრემიერმა ძირითადად ისაუბრა წყლის და კანალიზაციის რეაბილიტაციაზე,ხოლო კითხვაზე, ქალაქის უფუნქციიობასთან დაკავშირებით და მის მომავალზე, პასუხს თავი  აარიდა. სამაგიეროდ, თავი გამოიჩინა ქალაქის არჩეულმა მერმა,რომელმაც განაცხადა,რომ თურმე ქუთაისს უკვე ჰქონია სტატუსი,ის არის იმერეთის ტურიზმისა და საუვენივერსიტეტო ცენტრი.

 

ბატონო შოთა, თქვენ ქალაქმა აგირჩიათ არა იმისთვის, რომ მარტო გზები და კანალიზაციები აკეთოთ, არამედ, დაიცვათ ქუთაისის და ქუთაისელების ინტერესები. ის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი ფინანსურად კარგად გრძნობთ თავს, არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ქუთაისელებიც ასევეა.მართალი გითხრათ, თქვენმა ამ განცხადებამ დამარწმუნა, რომ თქვენ არ იყავით ღირსი, გეტარებინათ ქუთაისის არჩეული მერის სტატუსი.(ამაში მეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენი განცხადება მოისმინა). ქუთაისს სჭირდება ქალაქის მერი, ვინც სკამს არ ჩაებღაუჭება და თანამდებობას. არამედ იბრძოლებს მისი მომავლისთვის,რომელიც დღეს ძალიან ბუნდოვანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია