საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიაპქი
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა შეუძლებელია"
2015/04/24 09:46:13

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან და საქართველოში მყოფ ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილის II-ს შეხვდა. 

საქართველოს პატრიარქი ბელარუს სტუმრებს წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეხვდა. ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. რის გარეშეც საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის კეთლმეგობრული ურთიერთობა ვერ იქნება. 

"თქვენზე ბევრი კარგი გავიგეთ, ბედნიერი ვართ საქართველოში თქვენი სტუმრობით. მოხარული ვართ იმისთვის, რომ თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ჩვენს ხელისუფლებას.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ბელარუსს, მის ისტორიას, კულტურას და იმ მიღწევებს, რომელიც ბოლო პერიოდში თქვენი ხელმძღვანელობით მოხდა. სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული თქვენი ვიზიტის მნიშვნელობა.  ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ქართველი და ბელარუსი ხალხისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის  ურთიერთობის გამყარებას.

ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გლობალიზაციის დროს. ამ რთულ პერიოდში ჩვენმა ხალხმა, მართლმადიდებელმა ერმა უნდა შეინარჩუნოს საკუთარი კულტურა, რწმენა, ტრადიცია და ეს უნდა გადასცეს მომავალ თაობებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს დამსახურებას თქვენი ერის წინაშე, რაც მთელმა ქართველმა ხალხმა იცის. 

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მძიმე პერიოდი აქვს. დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოსთვის და საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის აფხაზეთი და ცხინვალი ღია ჭრილობაა. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რადგან ამის გარეშე არ შეიძლება ჩვენი ერების, საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს  შორის  კეთილმეგობრული ურთიერთანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ვიზიტი მშვიდობის მახარობელია, რომელიც  ჩვენ სახელმწიფოებს კეთილ ნაყოფს მოუტანს.“- ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ბელარუს სტუმრებს საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მოძმე ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დასაწყისი იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ალექსანდრ ლუკაშენკომ და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს.

 

 

წყარო: http://ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია