დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სომელიეთა ასოციაციის საქველმოქმედო გამოფენა „ღვინის სააღდგომო დღესასწაული“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/04/23 19:12:36

გუშინ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, "ღვინის სააღდგომო დღესასწაული" გაიმართა – მოეწყო სხვადასხვა თაობის მხატვრების, კერამიკოსების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა თემაზე   „ ქართული ღვინო და აღდგომა“. 

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ღვინის საპატიო ელჩმა, შალვა ხეცურიანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ქართული ღვინის, როგორც ეროვნული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციას  ემსახურება, და მის  8000 წლიან ისტორიას უკავშირდება. გამოფენას საზეიმო საღამოს სახე აქვს და ამავე დროს – საქველმოქმედო დატვირთვაც, რადგან ხელოვანთა ნამუშევრების გაყიდვიდან  შემოსული თანხა  გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“, რომელიც  მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.


საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ამ ღონისძიებაზე ქართული ღვინის თემატიკის ირგვლივ სამოცამდე ხელოვანი გააერთიანა, მათ შორის: ირაკლი სუთიძე, ქეთევან მატაბელი, გუგა კოტეტიშვილი, კოკა ცხვედიანი, თუთა კილაძე,  ნოდარ ბადურაშვილი, გუგა კაკაბაძე, ქეთი დავლიანიძე, სოსო ჩხაიძე, სანდრო ჩხაიძე, გოგა არეშიძე, დეა სოსელია, ზურა გომელაური, ირაკლი გაბეცაძე, ლევან მარგიანი, თინა ცხადაძე, მარიკა იზორია, მაია ქაჯაია, ლეილა შელია, მესო არბოლიშვილი, სოსო ნადირაძე და სხვები

 

ქართველ მხატვართა ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილი იყო აგრეთვე  წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის  აღსაზრდელთა ნამუშევრები.


„ღვინის სააღდგომო დღესასწაულის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სომელიეთა ასოციაციის კიდევ ერთ ახალ ინიციატივას მიესალმნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი.

 

ამ ლამაზი საღამოს სასიამოვნო ემოციური დატვირთვა გააძლიერა  ანსამბლ ”ქართული ხმების”, თითების თეატრის, ჯაზ-კვარტეტის და  ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლის შემოქმედებამ, ყველასათვის საყვარელმა მელოდიებმა და უბერებელმა „მრავალჟამიერმა“.

 

„ღვინის სააღდგომო დღესასწაულის” ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და „თიბისი არტ გალერეა“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია