დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემწვარი ქათამი ლიმონით - უნიკალური რეცეპტი (ფოტო)
2015/04/22 13:27:07

ინგრედიენტები: 


ქათამი - 700 გრამი

ნახევარი ლიმონი

თაფლი - 1-2 სუფრის კოვზი

მარილი გემოვნებით

შავი და წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

არაჟანი 2 სუფრის კოვზი

 

მომზადების წესი:

ლიმონი დიდ ნაჭრებად დაჭერით. თაფლი გაადნეთ თხევადი მასის მიღებამდე. ქათამი დაამარილეთ, წაუსვით წიწაკა, დაასხით თაფლი და დაამატეთ ლიმონი. კარგად აურიეთ, მაქსიმალურად გამოწურეთ ლიმონი. ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ 40 წუთის განმავლობაში.

ამ დროის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ქათმის ნაჭრები მარინადიდან და გადადეთ  ფორმაში. მარინადი არ დაასხათ ! დაადეთ ლიმონის ნაჭრები და წაუსვით არაჟნის ნაწილი. შედგით ფორმა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

იგი 20 წუთის მანძილზე დატოვეთ 200 გრადუსზე, შემდეგ კიდევ 20 წუთის მანძილზე 175 გრადუსზე. არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა არაჟანი დაიწვას, ამიტომ კარგი იქნება ფორმას  ფოლგით თუ დაფარავთ. 

 

 

წყარო: http://people.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია