დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციელების მკლევლის დის ჩვენება
2015/04/22 10:49:22

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა სალომე აბულაძის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 5 აპრილით თარიღდება:


„თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მე , როგორც მისი ადვოკატი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ჩემს ძმას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრწმუნებოდი , რომ შალვა ნამდვილად გამოსწორდა და იგი აღარ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. 


სასჯელის მოხდის პერიოდში იგი თითქოს მოექცა სარწმუნოებაზე და ცდილობდა ეცხოვრა ეკლესიური ცხოვრების წესით. მისი გადმოცემით, მუდმივად ლოცულობდა და მოძღვარს აღსარებებს აბარებდა. მასში აღარ იყო აგრესია და მუდმივად შენდობასა და პატიოსანი ცხოვრების წესზე მესაუბრებოდა… ამიტომ ბევრს ვცდილობდი , რომ მომეხერხებინა შასჯელისგან მისი გათავისუფლება და შევძელი კიდეც.


მიუხედავად ამისა, შალვას მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის შემდეგ, იგი რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ. პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემარა სამართალდამცველი ორგანოებისთვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისთვის , მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ.


პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდეგ მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი, რომ შალვა დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე. ამის გამო ჩემს მიმართ განსაკუთრებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით. ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო და დამიზიანა ავტომანქანა.
ყველაზე ახლოს მასთან იყო ჩვენი მამიდაშვილი ლევან ხუციშვილი და მეგობარი გასან მამედოვი. ეს ორი პიროვნება ორი კვირის წინ ჩემმა ძმამ გამოაგზავნა ბორჯომში, ისინი ჩემს მშობლებთან მივიდნენ და უთხრეს რომ შალვასთვის ფული გაეგზავნათ, რადგან მიმალვაში მყოფს თანხა ესაჭიროებოდა. ჩვენ უარი შევუთვალეთ, რაზედაც მათ გვითხრეს, რომ ჩემი ძმა რაღაცეებს გეგმავდა და მოკლე ხანში უნდა დავლოდებოდით „ტრუპებს“, მათ შორის , შესაძლოა , პირველი მეც ვყოფილიყავი…“- აცხადებს სალომე აბულაძე ჩვენებაში. 

 

წყარო: http://www.geworld.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია