დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები
2015/04/21 18:44:54

18-20 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლე კრივში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონის (იუნიორთა შორის), დიდებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორის (თურქეთის სახელით) აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ, რიგით მე-5 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. 


ახალგაზრდა ქართველ მოკრივეებთან ერთად რინგზე თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ფედერაციის (ჩრდილო ოსეთის) წარმომადგენლები გამოვიდნენ.

 

ედლები 9 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:


49 კგ. ბურაკ ვუჯელი (თურქეთი, ერზურუმი)
52 კგ. ვლადიმერ ნიკოგოსიანი (საქართველო, ახალქალაქი)
56 კგ. ენეს რივჩი (თურქეთი, ბალიქიშეჰირი)
60 კგ. ასლან გაბისოვი (რუსეთი, ვლადიკავკაზი)
64 კგ. არსენ გაბისოვი (რუსეთი, ვლადიკავკაზი)
69 კგ. გიორგი ხარაბაძე (საქართველო, ქუთაისი)
75 კგ. ბათემ ქულჩი (თურქეთი, ტრაბზონი)
81 კგ. რატი ტლაშაძე (საქართველო, გორი)
91 კგ. მუჰამედ აიდინი (თურქეთი, ერზურუმი)
ტურნირზე დაწესებული ჯილდოებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლდათ აკაკი კაკაურიძის სახელობის პრიზი, რომელიც 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ექს ჩემპიონს გიორგი ხარაბაძეს გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია