დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
3 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრების დროს
2015/04/21 17:36:27

ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ გასაუბრების დროს ყველაზე რთულ და გავრცელებულ 3 კითხვაზე და იმაზე, თუ როგორ მოვემზადოთ ამ კითხვებისთვის.

კითხვა ნომერი ერთი:

მოყევით იმაზე, თუ რა შეგიძლიათ.           

როცა დამსაქმებელი ამ კითხვას სვამს, მას პირველ რიგში აინტერესებს ის თვისებები, რომლებიც უნდა დაგეხმაროთ დავალების შესრულებაში მოცემული ვაკანსიის დროს. ისეთი თვისებების, როგორებიცაა ინიციატივობა და კეთილსინდისიერება, პირველ რიგში დასახელება არადამაჯერებელი იქნება, რადგან ამის შემოწმებას დამსაქმებელი გარკვეული დროის შემდეგ შეძლებს, ამასთან ამ თვისებებს გასაუბრების დროს ყველა ახსენებს.

დამსაქმებელისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა კონკრეტული უნარები გაგაჩნიათ თქვენ, რა შეგიძლიათ ან როგორ უმკლავდებით დაკისრებულ მოვალეობებს. მაგალითად, თუ თქვენ განზრახული გაქვთ მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობის დაწყება, მაშინ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად იოლია თქვენთვის უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, გსიამოვნებთ თუ არა ეს თქვენ და გიყვართ თუ არა საქონლის გაყიდვის პროცესი. მოგწონთ თუ არა ის პროდუქტი რასაც გაყიდით, რამდენად კარგად იცით პროდუქტის თვისებები და განსაკუთრებულობა. რა თქმა უნდა, სანამ წახვალთ გასაუბრებაზე კარგად შეისწავლეთ მათი მაღაზია და პროდუქცია, რომელსაც ისინი ყიდიან.

ანალოგიურად დგას კითხვა თუ თქვენ აპირებთ დაიწყოთ მუშაობა მლესავად. აუცილებელია, რომ აღწეროთ, თუ რა პროცესებს იცნობთ კარგად. არ ისაუბროთ ზოგადი ფრაზებით. სცაადეთ შეეხოთ კონკრეტულ დეტალებს. აღწერეთ ამ სფეროში არსებული რომელი გავრცელებული პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ სხვებზე უკეთ.

 

მეორე კითხვა:

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თქვენი მიზნები ?

არ შეიძლება არ ითქვას იმ ტიპური შეცდომების შესახებ, რომლის შესახებ გასაუბრებაზე ლაპარაკობენ. გეგმებზე, რომლების აბსოლიტურად არაა დაკავშირებული იმ კომპანიასთან, სადაც მოვიდნენ. მაგალითად, ადამიანი ამბობს იმას, რომ სურს მიაღწიოს წარმატებას იურისპრუდენციაში, ამ დროს კი მისულია საცხობში სამუშაოს დასაწყებად. გასაგებია, რომ ასეთი თანამშრომლის აყვანა არაპერსპექტიულია.

ან კანდიდატი მოდის სავაჭრო ორგანიზაციაში და ლაპარაკობს იმაზე, რომ უნდა ისწავლოს გაყიდვები იმისთვის, რომ დაიწყოს საკუთარი საქმე. გასაგებია, რომ დამსაქმებელისთვის არ არის საინტერესო საკუთარი კონკურენტის გაზრდა.

დამსაქმებელისთვის აუცილებელია გაიგოს, რომ თქვენ ეძებთ სწორედ ამ სამსახურს და არა მხოლოდ გარკვეული დროით გსურთ მისგან სამუშაოს მიღებას, მანამ სანამ არ იპოვით რამე უკეთესს. ანუ მასთან მისული ხართ იმისთვის, რომ იმუშაოთ მასთან ერთად და გააკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა ორგანიზაციის განვითარებისთვის.

 

მესამე კითხვა:

აღწერეთ თქვენი წარსული მიღწევები. (კითხვა შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას და ა.შ)

ეს კითხვა ჩვეულებრივ მიგანიშნებთ, რომ ახლოს ხართ მიზანთან. ამ შემთხვევაში ვიღებთ კითხვას, რომელიც თავისი მიმართულებით გავს პირველს, თუმცა რამდენადმე განსახვავებულს.

ამჯერად დამსაქმებელს უნდა შეადაროს თქვენი წარსული მიღწევები იმას, რაც თქვენ წარმოადგინეთ წინა ორი კითხვის დროს. ნამდვილად შეესაბამებით თუ არა მოცემულ ვაკანსიას.

თუ თქვენს მიღწევებზე საუბრისას დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ კარგად ცეკვავთ და ამ დროს გინდათ სტომატოლოგად მუშაობა, ეს ნამდვილად არ მოახდენს მასზე შთაბეჭდილებას. საეჭვოა, რომ ცეკვები დაგეხმაროთ ამ პროფესიაში. მას სჭირდება რამე იმის დამადასტურებელი, რომ თქვენ ხართ პროფესიულად შესაფერისი. ანუ თქვენი მიღწევები უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ მოცემულ პროფესიას, რომელზეც გაქვთ პრეტენზია. თუ თქვენ გინდათ გახდეთ სტომატოლოგი, მაშინ თქვენი მიღწევა უნდა ეხებოდეს სიზუსტეს, პუნქტუალურობას, პროფესიულ განათლებას, შეიძლება ასევე კონკრეტულ საგნებსაც განათლების მიღებისას. როცა დამსაქმებელი გიღებთ თავის კოლექტივში, მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები.

ამგვარად, გასაუბრებამდე მოემზადეთ ამ სამი კითხვისათვის. დაწერეთ პასუხები მოცემული ვაკანსიისმაგალითზე. გააანალიზეთ. ეს არ ნიშნავს რომ ამ კითხვების გარდა სხვა კითხვას არ დაგისვამენ, ამიტომ მოემზადეთ სხვებისთვისაც. ამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ზუსტად უპასუხოთ ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კითხვებს.

 

წყარო: http://jobsstaff.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია