ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ურთიერთგაგების მემორანდუმზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა.
"დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ ასობით ათასობით მოქალაქე ამ დაავადებისგან განიკურნება და ჩვენ ვიქნებით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია "გილეადს".
ხშირად მოსახლეობა იძულებული იყო გაეყიდა ყველაფერი, რომ ეს დაავადება განეკურნათ. დღეს ჩვენ ამ რეალობას ვხსნით. რამდენიმე დღეში შემოვა ც ჰეპატიტის სამკურნალო რევოლუციური მედიკამენტი"
ამ ხელმოწერით საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია "C ჰეპატიტის" ელიმინაცია საქართველოში" და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით) და მიღებული აქვს დადეითი პასუხი, შეუძლია პროგრამის ფარგლებში ჩაატაროს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები.
შეგახსენებთ, რომ ანტივირუსული მკურნალობის დაწესებისა და პაციენტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგ ჯგუფებს:
პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4);
პაციენტებს ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3);
პაციენტებს ღვიძლის დეკომპენსირებული ცეროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები);
პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით;
პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპათური გამოვლინებებით. მაგ, მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია და სხვ.;
პაციენტების აივ და/ან HBV კოინფექციით.