დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიასახლი P.S. („პოსტსკრიპტუმი“) ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/21 02:09:03

 

 მედიასახლი P.S.  „ინტეგრირებული ნიუსრუმის გაძლიერების“  პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ იწვევს ჟურნალისტებს, ქუთაისში, რომელთაც თანამედროვე  მედიის ტექნოლოგიების გამოყენებით მულტიმედიური მასალების მომზადების გამოცდილება აქვთ.

 

სამუშაოს ძირითადი  აღწერილობა:

· ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; ექსკლუზიური თემებისა და ახალი რუბრიკების შეთავაზება მკითხველისათვის.


· აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი);


· ყოველდღიური ახალი ამბების და სიღრმისეული სტატიების მომზადება საიტისა და გაზეთისთვის.


· რედაქციასთან არსებული „პრესკლუბის“ საქმიანობაში ჩართვა და შეხვედრების ორგანიზება.


 

კვალიფიკაცია:

·         უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან სხვა სფეროში;

·         სასურველია, გავლილი ჰქონდეს დამატებითი ტრენინგები „ახალ მედიაში“


 

მოთხოვნები: 

· კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა;


· დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;


· ენთუზიაზმი;


· ჟურნალისტიკაში (მათ შორის, „ახალ მედიაში“) მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

(სასურველია);


· სიახლეების ათვისების უნარი;


· პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა;


· განსხვავებული ხედვისა და თემების მიგნების მიჭი;


· წყაროების მოძიებისა და გადამოწმების მეთოდების ცოდნა;


· მოვლენის მულტიმედიური გაშუქების უნარი;


·  კრიტიკული აზროვნების უნარი.


· გამართული ქართულით მეტყველება და წერა;


· უცხო ენების ცოდნა (სასურველია)

 

 

თანამშრომლობის მსურველებმა თქვენი CV, ფოტო, სამოტივაციო წერილი და გამოქვეყნებული სტატია უნდა გამოგვიგზავნოთ მისამართზეpsnews27@gmail.com  (დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება).

 

პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს რედაქციიდან  თავად დაუკავშირდებიან,  გასაუბრებისა და პრაქტიკული ტესტირების გასავლელად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2015  წლის  1 ივნისი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ტელეფონზე 577 247711 ან 599 107794

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია