საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროგრამა „მომავლის თაობა“
2015/04/20 18:22:17

 

რამდენიმე თვეა, რაც, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი ,,ლილეო’’  შეიქმნა.  შექმნის პირველი დღეებიდანვე კლუბის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

  

სწორედ ამიტომ კლუბის წევრები სკოლის ახლოს მდებარე პატარა ტყის მეურვეები გახდნენ. 

 

,,ამ ტყის ნაწილი გაჩეხილია, რაც დარჩა, იმას ვუვლით და ვუფრთხილდებით,’’ – ამბობს კლუბის მეურვე პედაგოგი ნონა ქურასბედიანი. 

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ახლომდებარე ტყე დაასუფთავეს.  აქციას თან საინფორმაციო კამპანია ერთვოდა. კლუბის წევრებმა თემში  საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს, დაამზადეს სპეციალური აბრები  და იმ ადგილებში განათავსეს, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო  ნარჩენებს ყრიდა.

 

,,ეს ნაგავსაყრელები მოსახლეობის დაუდევრობის გამო გაჩნდა. ამიტომ  ჩავთვალეთ, რომ თემში  საინფორმაციო კამპანიის ჩატარება აუცილებელი იყო.  ბუკლეტები დავამზადეთ და თემში დავარიგეთ” - განაცხადა სამოქალაქო კლუბის ლიდერმამოსწავლემ საბა გაბიძაშვილმა. 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის რომ სამოქალაქო კლუბის ამ ინიციატივას სოფლის ახალგაზრდები შეუერთდნენ და უკვე ერთობლივად დაგეგმეს რამდენიმე  ეკო აქცია.  

 

დასუფთავების აქცია  ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია