დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რუსეთში ჯავახქის დიასპორა“ ლტოლვილი სომხების მიღებას საქართველოს სთხოვს?
2015/04/20 12:16:03

უფლებადამცველისა  და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის, გიორგი თევზაძის განცხადებით,  „რუსეთში  ჯავახქის დიასპორა“ ჩვეულ განცხადებას აკეთებს და სირიაში მყოფ სომეხი თანამემამულეების მიღებას რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, სომხეთის ხელისუფლების ნაცვლად.

 

გიორგი თევზაძის განცხადებაში აღნიშნულია: „სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „რუსეთში  ჯავახქის დიასპორის“ ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ, გარკვეული პოზიცია თავს მოახვიონ საქართველოს ხელისუფლებას, თანაც არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე.

 

 

ჯერ კიდევ გასულ წლის იანვარში გავრცელდა „რუსეთში  ჯავახქის დიასპორა“ განცხადება, რომლის თანახმად, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, ხელი არ შეუშალონ სირიაში მცხოვრები სომხების საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე ჩამოსვლასა და დროებითი ბინადრობის მიცემას. როგორც ვითარება ცხადჰყოფს, ამ ორგანიზაციის კონკრეტული პოლიტიკა წლების მანძლზე  აქტუალობას  არ კარგავს. შესაძლებელია ეს საკითხი კომენტარის საგანს არ წარმოადგენდეს, ამ ორგანიზაციის არაერთხელ რომ არ ჰქონდეს გავრცელებული საქართველოს ინტერესების შეუსაბამო განცხადება. მისი ეს პოლიტიკა დამატებით კითხვებს ბადებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთში მოქმედი ეს ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და სომხეთის ხელისუფლებას, რომელიც უპირატესად უნდა ზრუნავდეს თავისი დიასპორის წარმომადგენლებზე და მათ ინტერესებზე. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ორგანიზაცია „რუსეთში ჯავახქის დიასპორისა“ და სამცხე–ჯავახეთში მოქმედი „ჯავახქის“ განცხადებებზე და მოქმედებებზე და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია  უფლებადამცველისა  და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის, გიორგი თევზაძისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია