დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვნებები იერუსალიმის ცეცხლის გარშემო
2015/04/20 11:59:50

ახლახან ,,ტაბულას“ ბლოგზე ავტვირთე პუბლიკაცია ,,ცეცხლი რჩეულთათვის – არის!“, რომელშიც ჩემი მოსაზრება გამოვთქვი იერუსალიმის ცეცხლის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ. სტატიაში დავსვი კითხვა: ,,მაინც რატომ არ შეიძლება, თუნდაც ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ცეცხლის წარმოშობის ბუნებაზე ორი განსხვავებული თვალსაზრისის არსებობა დავუშვათ?“.

შემდეგ იმავე საკითხზე გადაცემის ,,საუბარი რელიგიაზე“-ს წამყვანმა ლევან ,,მნათეუს“ სუთიძემ მიმიწვია. მეორე დღეს კი ჩანაწერი ,,ტაბულა TV“-ის ეთერით გადმოსცეს და ვიდეო აღნიშნული გადაცემის გვერზევე განათავსეს...

http://www.tabula.ge/ge/tv/religion/94967-tsmida-cecxlis-gardamosvla-sas...

დაღამდა... აღსრულებული კეთილი საქმის განცდით აღვსილმა, დავიძინე – მე ხომ საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად სალი კლდეებივით მტკიცე და ურყევი არგუმენტები მოვიყვანე! თითქოს ცდა არ დავაკელი, ადამიანებში კრიტიკული აზროვნება რომ გამეღვიძებინა და მათთვის ფიქრისკენ მებიძგა...

ეს ნარატივიც აქ დასრულდებოდა, რომ არა ცისკარზე მოსული შეტყობინება სამტრედიიდან – ძველი მეგობარი მწერდა:

„ზურია, დიდი ამბავია აქ, ძალიან დიდი – ხალხი შეიშალა! აზვირთდა მძლავრი საპროტესტო მოძრაობა ,,წმიდა მიწის მომლოცველი“, რომელსაც სათავეში მამა კანდელი (შეწირული) ჩაუდგა. ორგანიზაცია რაიონის გამგეობაში განთავსდა და მყისიერად, აქტიურ საზოგადაებრივ პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა! ღამევე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, გამგეობას უამრავი ხალხი მიაწყდა! საპროტესტო ფურცელს ამშვენებდა შემდეგი მოწოდება: ,,ზ.ო. მენტალობით აშკარად არ გახლავთ ძირძველი სამტრედიელი, რის გამოც, რაიონში ის გამოცხადდეს persona non grata-ად და გადაშენდეს საცხა!“.

...ცოტა არ იყოს, დილის ექვს საათზე მოსულმა შეტყობინებამ კი შემაშფოთა, მაგრამ გვერდი ვიცვალე... ძილი უპირველეს ყოვლისა!.. გაღვიძებულმა, ყავა დავიდგი და კომპიუტერს მივუჯექი. ჩემი მონაწილეობით გასულ გადაცემას უამრავი კომენტარი ამშვენებდა... სამტრედიელების მსგავსად, სრულიად საქართველოს მუდამ და ყველაფერში უპირობოდ  ,,მართალი“ მოსახლეობა სათნოებების ზეციურ ტაბელში მორიგი პლიუსის ჩასაწერად, სოციალისტურ შეჯიბრში ჩაბმულიყო. აბა, როგორც იქნებოდა – ღმერთს ხომ სასწრაფო დახმარება და ჩემგან დაცვა სჭირდებოდა! გამჭოლი მართლმადიდებლობის მამული, ,,დაკარგულს ცხვარს“ მსოფლიოში ყველაზე ჭეშმარიტი რწმენის გზაზე მიხმობდა...

გული მადლიერებით ამევსო, ლოყებზე ცრემლი ღვარღვარით მდიოდა – მაინც ბოლომდე არ მცოდნია, რომ მასებს ასე გულმხურვალედ ვყვარებივარ! გულჩვილ ქრისტიანებს ძირითადად ვეცოდებოდი და ჩემს სულიერებაზე ზრუნავდნენ, რასაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლური თანადგომითა და სინანულით გამოხატავდენენ:

„ჟერტვი აბორტა, ოდილავაძე, შე იეღოველო, სუთუძე, შე სამოთხის გარეთ დაგდებულო გველო, საცოდავო სირებო – ღმერთს უფასოდ რატომ არ ეომებით, ნეობოლშევიკებო???“... ვერც სომხები გადაურჩნენ ერის სამართლიან, თუმცა, ნაზ რისხვას: ,,სოხმებს ერთი ნაკლი აქვთ, მუდამ იტყუებიან“... ,,ლუთენარმა“ და, იმავდროულად, ,,კათოლიკოს-პროტესტანტმა“ მეზობლემა მეტიც დაიმსახურეს, ახია!

...მართალი რწმენით გაბრწყინებული მორწმუნეების კომენტარებზე პასუხი მართლაც არ მქონდა. მე სინანულის ცრემლებით ,,დესკტოპის“ ეკრანს მივაშტერდი... ზურგში ლახვარი და გადამწყვეტი დარტყმა მაინც პოლოტიკის კორიფესგან მივიღე! ,,მართალი ჯონდი“ დიდი სინანულით წერდა: ,,ვაი, ამათ პატრონს!“... იუთუბზე კომენტარებში კი ,,კოკა – ესესერეკა“ მუქარის გამომხატველად დუმდა და მხოლოდ საკუთარ რაობას ავისმომასწავებლად მახსენებდა... ესეც, რაღა თქმა უნდა, ჩემთვის, უგუნურისთვის, უზომო სიყვარულით!

მკიცხავდნენ მეტად მკაცრი კრიტიკოსებიც, მაგრამ ცხადი იყო, რომ მათაც მხოლოდ ქრისტიანული სიყვარული და ჩვენი ჭეშამრიტ გზაზე მოქცევის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ:

„შენ ერთი გამოყლევებული ხარ მართალი? ვის აინტერესებს, შე სირო, შენი აზრი, ,,იმიტირებული ქრონიკის“ ყლექალას და ,,ტაბულას“ დირექტორს? ტრაკში გაუკეთე ორივეს და დადუმდით, თქვე არაადამიანებო. როგორ ყველა ნაცი ერთი დამპალი ყლით ხართ ნაკეთები, თქვე ბინძურო სულის ადამიანებო...“,– ბოლოს კი თავმდაბლობით შეპყრობილი ქრისტიანი თავზე ნაცარს იყრიდა და ასე განსპეტაკებული სინანულით აღნიშნავდა: ,,ხოოო მართლა, არც ისე ღრმადმორწმუნე ვარ და მიტომაც გაგინებთ ასე“

...რაღა თქმა უნდა, ამგვარი აღიარება, პრაქტიკულად აღსარებას უდრიდა და ღმერთიც ამ ,,სიყვარულის ჭურჭელს“ ,,არც ისე ღრმადმორწმუნეობას“ პატიობდა... ამ ჩახუჭუჭებული სინანულით, მეტად მკაცრი კრიტიკოსი ხომ ჩემი ტრაგედიის გადმოცემისას ემოციას ამძაფრებდა, იმავდროულად, რწმენაშიც მტიკცდებოდა და მეც ჭეშმარიტ სწავლებას მიქადაგებდა.

ასე რადიკალურად და ტრაგიკულად შეიცვალა ერთ საბედისწერო დღეს ჩემი ცხოვრება! ნაშები, რომლებთანაც სულ ბოლო დრომდე, მეტად თბილი და ვნებიანი მიმოწერა მაკავშირებდა, საერთოდ, აღარც მიმჩნევდნენ, პაემაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო! დავიღუპე – ქალი აღარ მეკარება!

იქვე სურრეალისტი გენოს ლექსის სტროფებიც შევნიშნე, ის, როგორც ყოველთვის, უკბილოდ ხუმრობდა:

 

ზეცით გადმოდის ცეცხლი,

ჯიბეში იყრება ვერცხლი.

შენ თავში ტვინი არ გქონდეს,

კი მაგრამ, მე რას მერჩი?..

 

იქვე, უადგილო ცინიზმისთვის გენოს გამჭრიახი ,,მართალი“ ჯირყვნიდა: ,,ამ საკითზე საუბრისა და სხვისთვის სწავლების მორალური უფლება, რომ გქონდეს, მინიმუმ, იერუსალიმში ნამყოფი ხომ უნდა იყო?“, რაზეც იაზვა სურრეალისტი პასუხობდა: ,,მაგ ლოგიკით, ღმერთზე საუბრისას და სხვისთვის სწავლებისას, მინიმუმ, ერთხელ მაინც უნდა გყავდეს უზენაესი ნანახი“.

 

P.S.

არსებობს ჭეშმარიტებანი, რომელთაც ადამიანები ეჭვგარეშე აღიარებენ: ორჯერ ორი უდრის ოთხს; ხე არ დაფრინავს, არც ქვა...; წყალი სველია, ხოლო ცეცხლი – ცხელი და ა.შ. ,,სასწაულთმადიდებლებისთვის“ კი ყოველივე პირიქითაა – ბავშვებივით დაიჩემებენ, მთა დადისო ან ცეცხლი გადმოდისო, ხოლო შემდეგ მათ კი არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს მოვლენა მართლა ხდება, შენ უნდა მოიყვანო ათასი არგუმენტი, რათა ამგვარი აბსურდი უარყო. ეს ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში დამკვიდრებულ ,,შავი პიარის“ მეთოდს ჰგავს – აქლემს გიწოდებენ და შენვე უნდა ამტკიცო, რომ აქლემი არ ხარ... არა და ელემენტარული ლოგიკა სრულიად საპირისპიროს გვკარნახობს – არა მე, არამედ მათ უნდა წარმოადგინონ ესოდენ არნახული ფენომენის ცხადი მტკიცებულება. გასაოცარია, მაგრამ არავის მოსდის თავში, რომ ამ მრავალჯერადად განმეორებადი სასწაულის დამადასტურებელი საბუთის მოპოვება მეტად ადვილია! ნუთუ ძნელია იმის მოფიქრება, რომ საკმარისია კუვუკლიაში ზეციდან ცეცხლის გადმოსვლის პროცესი ვიდეოკამერით გადაიღო და ყველა დავა უმალ შეწყდება! მთელი მსოფლიო: ჯინიანი მუსლიმები, გზააბნეული იუდეველები, ამერიკელი მასონები, ევროპელი ლიბერასტები, ფხიზელი ჩინელები თუ ცქვიტი იაპონელები, განგში მოლივლივე ინდოელბთან ერთად – ერთ, ჭეშმარიტ რწმენაზე მოექცევიან და ყველა კოლექტიურად ვცხონდებით!

თუმცა, ერთი უმნიშვნელო პრობლემაა – ის რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ გადაიღებ...

 

ურა ოდილავაძე. 2015 წელი, აპრილი

 

წყარო: http://www.tabula.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2352
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია