დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ათი ყველაზე მრავალშვილიანი დედა მსოფლიოს ისტორიაში
2015/04/20 11:39:36

 

დედობა - თავისთავად დიდი სიხარულია, მაგრამ რამოდენიმე შვილის დედობა ორმაგად ბედნიერს ხდის ქალს. დღეს უკვე იშვიათობაა მრავალშვილიანი დედები და სამი-ოთხი შვილის გაჩენაც კი დიდ გმირობად ითვლება, თუმცა ძველ დროში საკმაოდ დიდი იყო იმ ქალების რიცხვი, ვინც ათ და მეტ შვილს ჩუქნიდა სიცოცხლეს. დღეს მინდა მოგითხროთ ისტორიაში ყველაზე მეტად ცნობილი ათი მრავალშვილიანი დედის შესახებ, რომელთაც ბავშვების რეკორდული რაოდენობა გააჩინეს.


მისის ჰარისონი - 35 შვილი


image


მისი ჰარისონის შესახებ ძალიან მცირე რამაა ცნობილი-ისტორიამ მისი სახელიც კი არ შემოგვინახა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა. ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, 1736 წელს ამ ქალბატონმა 35-ე ბავშვი გააჩინა. ცნობილი არაა, ამ ბავშვებიდან რამდენი გადარჩა ცოცხალი და მიაღწია ზრდასრულ ასაკს. ასევე ცნობილი არაა, თუ რამდენი მშობიარობა დასჭირდა მისის ჰარისონს 35 ბავშვის გასაჩენად, თუმცა თავისთავად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში, როცა ქალის მშობიარობა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და არაერთხელ მთავრდებოდა სიკვდილიანობით, ამ ქალმა მოახერხა ამდენი ბავშვის უპრობლემოდ გაჩენა.



ელიზაბეტ გრინჰილი-39 ბავშვი


image


ტომას გრინჰილი საკმაოდ ცნობილი ინგლისელი ქირურგი იყო. გარდა ამისა, ის აქტიურად შეისწავლიდა ბალზამირების ტექნიკას და წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით "ბალზამირების ხელოვნება". ტომასი იყო ყველაზე პატარა – 39-ე შვილი ელიზაბეტ და უილიამ გრინჰილებისა. საინტერესოა, რომ ამ ქალბატონს მხოლოდ ორჯერ ეყოლა ტყუპები, ეს კი ნიშნავს, რომ მან 37-ჯერ იმშობიარა.



ელის ჰუკსი-41 შვილი


image


ის, რაც ელის ჰუკსის შესახებ ვიცით, მისი ერთ-ერთი შვილის-ნიკოლასის საფლავზე ამოტვიფრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ის ელის ჰუკსის 41-ე შვილი იყო. მეტი ინფორმაცია ამ ქალის შესახებ, თუ ვინ იყო ის- მდიდარი იყო თუ ღარიბი, ჰყავდა მხოლოდ 41 თუ უფრო მეტი შვილი, - ცნობილი არაა.



ელიზაბეტ მოტი-42 შვილი


image


ინგლისის ერთ-ერთი პატარა სოფლის მოქს კირბის მცხოვრები ელიზაბეტ მოტი ჯონ მოტს ცოლად 1676 წელს გაჰყვა და უზარმაზარი ოჯახის დედა გახდა. ცნობილია, რომ მისი ყველა - 42 მშობიარობა მშვიდობიანად დასრულდა და არცერთი ბავშვი არ დაღუპულა. სხვა ცნობები ამ ქალბატონის შესახებ არ არსებობს.



მადალენა გრანატა-52 ბავშვი


image


1839 წელს იტალიაში დაბადებულმა მადალენა გრანატამ, გადმოცემის მიხედვით, 52 შვილი გააჩინა და თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ადამიანიც გახლდათ. იტალიაში გამოთქმაც კი გავრცელდა: "გრანატას შემთხვევა", რომელიც გულისხმობდა მრავალშვილიან ქალს.



ბარბარა სტრატცმანი-53 შვილი


image


ბარბარა სტრატცმანი 1448 წელს დაიბადა გერმანიაში, ის ცნობილი გახდა იმით, რომ 53 ბავშვი გააჩინა. 50 წლის ასაკისათვის მან მოასწრო 29-ჯერ მშობიარობა: 5-ჯერ მას ტყუპები შეეძინა, 4-ჯერ სამ-სამი შვილი, ექვსჯერ ერთბაშად ექვს-ექვსი ბავშვი გააჩინა, ხოლო ერთხელ შვიდიც კი. მე-19 და 53-ე ბავშვები მკვდრები დაიბადნენ, რაც სულაც არ იყო იშვიათობა მე-15-ე საუკუნეში. დანარჩენი 34 ბავშვი ჯანმრთელი გაჩნდა და მათ ზრდასრულ ასაკს წარმატებით მიაღწიეს.



გლეხის ქალი კირილოვა-57 შვილი


image


რუსი გლეხის ქალი კირილოვა (სახელი, სამწუხაროდ, ცნობილი არაა), ცხოვრობდა სოფელ ვედენსკში და 29 მშობიარობით გააჩინა 57 შვილი: ათჯერ მას ტყუპები ეყოლა, შვიდჯერ-სამ-სამი, ხოლო ოთხჯერ ოთხ-ოთხი ბავშვი. კირილოვების ოჯახზე მცირე ცნობებია შემონახული, ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1755 წელს მთელი მათი ოჯახი, 57 შვილის ჩათვლით, მოწმედ იმყოფებოდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომლის ჩანაწერებიც არქივშია შემონახული.



ლეონტინა ალბინა-54 შვილი


image


ლეონტინა ალბინა დაიბადა ჩილეში 1926 წელს და სწორედ მას ეკუთვნის რეკორდი მშობიარობაში. გადმოცემის მიხედვით, მის მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდებობა 64-ს აღწევდა, თუმცა ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 55-ია დადასტურებული, ეს იშვიათობა არ იყო იმდროინდელ ჩილეში. წყაროს ცნობით, ლეონტინას 11 შვილი ჩილეში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს დაღუპულა, ხოლო ზრდასრული ასაკისათვის 40-ს მიუღწევია.



ქალბატონი გრავატა-62 შვილი


image
"გრანატას შემთხვევამ" გაგრძელება ჰპოვა 1923 წელს, როცა იტალიური გაზეთები წერდნენ ქალაქ პალერმოში მომხდარ ამბავს, როცა ერთი იტალიელი ქალბატონი 62-ე შვილის დედა გახდა. მას ერქვა (დამთხვევაც ამას ჰქვია) როზა გრავატა. როზას წილად მოდის ორჯერ სამ-სამი ბავშვის გაჩენა, ოთხჯერ ოთხ-ოთხი, ხოლო ერთხელ ხუთ-ხუთი და ექვს-ექვსი ბავშვის შობა. ყველა 62 ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა მიაღწიეს თუ არა მათ ზრდასრულ ასაკს, - ცნობილი არაა.



გლეხის ქალი ვასილიევა-69 შვილი


image


მრავალშვილიანი დედების რეიტინგს რუსი გლეხის ქალი ვასილიევა ასრულებს, რომელიც თავისი ნაყოფიერების გამო გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მის შესახებ ძალიან მცირედია ცნობილი - ვასილიევა ცხოვრობდა მე-18 საუკუნეში სოფელ შიეში და მოახერხა 69 (!) შვილის გაჩენა. რეკორდული რაოდენობის შთამომავლობა მან დატოვა 27 მშობიარობის შედეგად 1725-1765 წლების განმავლობაში. ვასილიევას 16-ჯერ ტყუპები ეყოლა, შვიდჯერ სამ-სამი ბავშვი, ხოლო ოთხჯერ ოთხ-ოთხი. კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ ვასილევას ყველა თითქმის ყველა ბავშვი (ორის გარდა) ჯანმრთელი დაიბადა და მათ ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს. საინტერესოა, ოდესმე ვინმე თუ მოახერხებს ამ რეკორდის გაუმჯობესებას?

 

წყარო: http://intermedia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია