დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მივმართავ შოთა მურღულიას, არ მოაწეროს ხელი...“
2015/04/19 20:27:07

„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“  ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქობულაძე ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, დაფიქრებას და საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებას სთხოვს, ვიდრე ქალაქი ჭომაში მდებარე რეკრეაციულ ზონას გაასხვისებდეს.

 

განცხადებაში წერია: „ქუთაისის ერთ ერთი ძველი უბანია ჭომა. ის გამოირჩევა სხვა უბნებისგან ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, სადაც ტყე და მდინარე რიონი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ქუთაისის განვითარება უკავშირდება სპორტის, ტურიზმის განვითარებასაც, აქ არის უნიკალური შესაძლებლობა ამ კუთხით, თუ გავითვალისწინებთ: ბოტანიკური ბაღი, ნიჩბოსნობის ბაზა, ფეხბურთის სტადიონი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. კარგი პროექტის შედგენის შემთხვევაში ამ ადგილებით აუცილებლად დაინტერესდება ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის ინვესტორი. ეს კუთხე შეიძლება, იქცეს ქუთაისლების და ჩამოსული ტურისტების საუკეთესო დასასვენებელ და გასართობ ადგილა.

 

სულ ხლახანს გავიგე, კერძო პირებს უნდათ ამ ადგილის რეკრეციულ ზონად გამოცხადება, აქ განთავსებული სტადიონისთვის ფუნქციის შეცვლა.

 

 

მივმართავ ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას, არ მოაწეროს არავითარ პროექტს ხელი, სანამ არ მოხდება მისი საჯარო განხილვა. ჩვენ, ამ უბანში მცხოვრებნი, მივესალმებით ყველა კარგ წამოწყებას, მაგრამ ეს უნდა იქნეს განხილული ქალაქის, იმერეთის რეგიონის (რადგან, თუ კარგი პროექტი გაკეთდება, ეს იქნება რეგიონის მნიშვნელობის) ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

ქუთაისი, ჭომის დასახლება. ხედი რიონის მარცხენა სანაპიროდან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია