დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრანგი სტუმარი 30-ე საჯარო სკოლაში
2015/04/18 18:48:15

2015 წლის  15 აპრილს, სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი  ბ. ტიბო მილიე, რომელიც კურირებს საქართველოში ფრანგული ენის სწავლების და ხელშეწყობის ფონდის პროგრამის პედაგოგიურ ნაწილს და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში ქ-ნი ქეთევან ქურციკიძე. მათი სტუმრობის მიზანი იყო ფონდის ბენეფიციარ კლასებში (მე-3 და მე-4 კლ.) გაკვეთილებზე დასწრება და დირექციასთან და ფრანგული ენის პედაგოგთან გასაუბრება.

 

ფრანგული ენის პედაგოგმა ქ. ხვედელიძემ ჩაატარა ერთი გაკვეთილი მე-4 ¹ კლასში (კლასის ხელ-ლი ნ. უღრელიძე), ამ ჯგუფში ფრანგულს სწავლობს 14 მოსწავლე. მეორე გაკვეთილი  ჩატარდა მე-3² და მე-3³ კლასების ნაკადში (კლასის ხელ-ები: მ. სოხაძე და ს. ცუცქირიძე). მოსწავლეთა რაოდენობა არის 22 ( 10 + 12).

 

გაკვეთილებზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების გამოყენებას და განმტკიცებას, ასევე მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სახალისო აქტივობები: თამაშები, კონკურსი, სიმღერის შესრულება, სურათების აღწერა და ა.შ. ორივე გაკვეთილზე მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით. გაკვეთილების ბოლოს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბავშვებს და მათ პედაგოგს  და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს ფრანგული წიგნები: საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა. სკოლის დირექციასთან შეთანხმებით დაიგეგმა შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები; კერძოდ, ფონდის ბენეფიციარი კლასის მოსწავლეთა ვიზიტი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში და კავკასიის ფრანგულ სკოლაში.

 


 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია