დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2016 წლის ბიუჯეტის ფორმირებისთვის მოსახლეობის ფორუმები იწყება
2015/04/17 18:31:42

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, 2016 წლის ბიუჯეტის ფორიმირებისთვის მოსახლეობის ფორუმები აპრილის ბოლოდან დაიწყება.

ფორუმების უკეთ ორგანიზებისათვის, 17 აპრილს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში  პროექტ „ეს მუშაობს“ ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრები შეიკრიბნენ.

საბჭო გასულ წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელებისგან  შეიქმნა.  მრჩეველთა საბჭოს უპირველესი მოვალეობაა მოსახლეობის ფორუმებზე მოქალქეების მიერ   ბიუჯეტისთვის მომზადებული რეკომედაციების განხილვა და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება.

მრჩეველთა საბჭო პერიოდულად როტაციას განიცდის.  17 აპრილს გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ახალი თავმჯდომარე, სამართლიანი არჩევნებისიმერეთის კოორდინატორი  თეონა გოგიშვილი  აირჩია.

საბჭოს წევრები შეთანხმდენენ მოსახლეობის ფორუმების თარიღებზე – ბიუჯეტის ფორმირებისთვის ქუთაისის მოსახლეობა ოთხჯერ,   23, 28 აპრილს და 7, 15 მაისს შეიკრიბება.

შეჯერდნენ ფორუმის სფეროებზე – მოსახლეობის შერეული ჯგუფები პრიორიტეტულ პრობლემებს ახალგაზრდულ საკითხებში, კულტურასა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში გამოავლენენ.

პროექტს, ეს მუშაობს ქალაქ ქუთაისის მერია, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად ევროკავშირის ფინასნური მხარდაჭერით ახორციელებს.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია