დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მერის სტიპენდიის მფლობელი 9 სკოლის მოსწავლე და 10 სტუდენტი გახდა
2015/04/17 17:23:29

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად მსურველებმა კონკურსი ცოტა ხნის წინ გაიარეს. ტესტირების შედეგად სტიპენდია 19-მა ახალგაზრდამ მოიპოვა, აქედან 9 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე, ხოლო 10 წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტია. პროექტისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ქალაქის ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარის გამოყოფა, თუმცა აპირებენ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ცვლილება განახორციელონ და თანხა 15 ათას ლარამდე გაზარდონ. სტიპენდიანტები თანხას, რომლის რაოდენობა დაგროვილი ქულების მიხედვით განისაზღვრება, მაისის თვიდან წლის ბოლომდე აიღებენ.

 

ქუთაისის მერი შოთა მურღულია დღეს გამარჯვებულებს შეხვდა, მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 


„ ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მეცნიერებები ავიღეთ კონკურსისთვის, მაგრამ, ვფიქრობთ, ტექნიკური მიმართულებითაც ჩავატაროთ კონკურსი წელსვე," –  ანაცხადა შოთა მურღულიამ.


დღევანდელ შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი და საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია