საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერება
ქუთაისში "წიგნის მცველები" გამოჩნდნენ
2015/04/15 16:53:04

აქცია " წიგნის მცველი" 14 აპრილიდან დაიწყო ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით!


ის უკავშირდება 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს. აქციის მონაწილე სოციალურ ქსელში ათავსებს ერთ ფოტოს წიგნთან ერთად და ხდება მისი ფავორიტი წიგნის "მცველი".

 

ამბავი რეი ბრედბერის რომანის "451 ფარენჰეიტის" მიხედვით ხდება, სადაც წიგნების გადასარჩენად პერსონაჟები ხდებიან წიგნების მცველები.

 

აქცია დასრულდება 23 აპრილს თბილისსა და ქუთაისში გრანდიოზული აქციით ,სადაც ყველა წიგნის მცველი თავის რჩეულ წიგნს მოიტანს და მოეწყობა წიგნების გამოფენა.

 

აქციას უკვე რამდენიმე მიმდევარი ყავს, მათ შორის არის ქუთაისელი თეატრალი ჟურნალისტი, პოპულარული და იუმორით სავსე ადამიანი, დათო ლიკლიკაძე, რომელმაც „ყოფის აუტანელი სიმსუბუქის“ მცველობა იკისრა. ვნახოთ, რა ციფრს მიაღწევს მცველთა რაოდენობა...

 

ლიკა ლიკანელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია