საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნი ობიექტივიდან“ _ ფოტოკონკურსი ბიბლიოთეკიაში დარეგისტრირებული მკითხველისთვის
2015/04/15 13:07:24

გინდა, გახდე პოპულარული?!

 

გინდა, დაისაკუთრო ყველაზე მაგარი პრიზი?!

 

გაქვს განსხვავებული ხედვა და ალღო?!

 

მაშ, მოიმარჯვე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება და აქციე ჩვეულებრივი წამი არაჩვეულებრივად!

 

და ნახავ, როგორ შეიცვლება სამყარო შენს ფეხთქვეშ! J

 

 

                 !

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის  13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით:

 

,,წიგნი ობიექტივიდან

 

 

დავინახოთ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყაროშევძინოთ ჩვეულ გარემოს მეტი ფერები!

 

კონკურსში მონაწილეობ შეუძლია ყველას, ვინც რეგისტრირებულია მკითხველად ქვეყნის ნებისმიერ ბიბლიოთეკაში.

 

 

კონკურსის პირობები:

 

1.   ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.

 

 

2.   ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამარჯვების შემთხვევაში, ფოტოზე იმავე უფლებას იტოვებს ბიბლიოთეკა.

 

3.   ჟიურის ეძლევა უფლება,  შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.

 

 

4.   კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება.

 

5.   კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე).

 

 

6.   ფოტოები ავტორს არ დაუბრუნდება.

 

7.   კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი.

 

 

3 საპრიზო ადგილის გარდა აღინიშნება  ნომინაციები:  

 

1.     ემოციური მკითხველი;

 

2.     იუმორისტული ფოტო;

 

 

3.     ფოტოილუსტრაცია რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით;

 

4.     ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ  3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1 ფოტოდ).

 

 

 

I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს; ნომინაციებში გამარჯვებულებგადაეცემათ სპეციალური პრიზები.

 

 

კონკურსში მონაწილეობის  მსურველებს გთხოვთ, ფოტონამუშევრები გამოაგზავნოთ ბეჭდური და ელექტრონული სახით 2015 წლის 15 მაისამდე.

 

 

მისამართი:   . ქუთაისი, . ნუცუბიძის . N1

 

სამეცნიერო  ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

ტელ.: 24 57 76;    მობ.:  599 39 84 99.

 

ელ.ფოსტა:   cisia67@yahoo.com     

 

. ქუთაისი, თაბუკაშვილის . N197

 

ტელ.: 29 03 34,   მობ.:   597  55 55 70

 

ელ.ფოსტა:    bibliotekabib.2015@mail.ru          

          

გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება  25 მაისს.

 

მადლობას  გიხდით  კონკურსში  მონაწილეობისათვის.

 

 გისურვებთ  წარმატებას.


 

P.S. ხვალ, მე-13 ბიბლიოთეკაში, თაბუკაშვილის 197-ში, 15:00 საათზე, ფოტო-კონკურსის მონაწილეთათვის მხატვარი გელა ღაჭავა ატარებს მასტერ-კლასს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია