დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნივთები, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ და არ ვიცით, რომ საწამლავია
2015/04/14 09:25:24

სია შედგება პროდუქტებისგან და ყოველდღიურად მოხმარებადი ნივთებისგან, რომელთა მავნებელ ზემოქმედებას ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ იგი ვლინდება არა მყისიერად. მაგრამ საბოლოოდ, დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

 

 

1) ხელოვნური დამატკბობლები, ასპარტამი და სუკრალოზა (Splenda).

ეს პროდუქტები “ატყუებენ” ორგანიზმს, შედეგად ის იწყებს ცხიმების დაგროვებას. ამ პრეპარატებს დიაბეტის მაპროვოცირებელი ზემოქმედება აქვთ.
იგივე ეხება ყველა პროდუქტს, რომელიც შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს. კერძოდ, დიეტური კოლა, რომელიც გვპირდება, რომ ნული კალორია აქვს. სინამდვილეში, იგი უფრო მავნეა ორგანიზმისთვის: რადგან აუარესებს ინსულინისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას და შედეგად, იწვევს წონაში მომატებას. ხელოვნურ დამატკბობლებს უფრო სერიოზული ზიანის მიყენებაც შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის, ისეთის, როგორებიცაა – გულის შეტევა, ინსულტი და ალცგეიმერის დაავადება.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომლიც გამოც ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ წონაში მატებას, არის ის, რომ ისინი არღვევენ ნაწლავურ მიკროფლორას და ამავდროულად, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ მეტაბოლურ პროცესებზე. ხელოვნური დამატკბობლები ანელებენ შაქრის ორგანიზმში ტრანსპორტირების პროცესს. ხელოვნურ დამატკბობლებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჯანმრთელ ადამიანებში დისბაქტერიოზი და გლუკოზის შეთვისების პრობლემები.

 

 

2) პლასტიკისგან დამზადებული ჭურჭელი


ეს ალბათ, ყველაზე რთული თემაა, მაგრამ ფაქტია – თუ აღარ ვიხმართ პლასტიკისგან დამზადებულ ჭურჭელს, შედეგი იქნება ის, რომ ენდოკრინული სისტემა გათავისუფლდება ისეთი ქიმიკატების ზემოქმედებისგან, როგორებიცაა bisphenol-A (BPA), bisphenol-S (BPS), and phthalates.

ამ ქიმიკატების ენდოკრინულ სისტემაზე ზემოქმედება იწვევს: ა) გიპერტონიას ბ) ბავშვებში IQ დაქვეითებას გ) ჰიპერაქტიულობას, ჭარბ აგრესიას.

მაპროვოცირებელია – დ) მკერდის სიმსივნის ე) ტოქსიკური ჩიყვის

რა უნდა გავაკეთოთ, როგორც მინიმუმ?

პლასტიკური ბოთლები და კონტეინერები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ამიტომ, არ ვიხმაროთ მეორადად პლასტიკური ქილები, საჭმელი არ შევინახოთ პლასტიკურ კონტეინერებში. რაც უფრო დიდხანს ვხმარობთ პლასტიკის კონტეინერებს, მით უფრო მაღალია მათში შემავალი ქიმიკატების მავნე ზემოქმედება.
ყველაზე დამანგრეველ ზემოქმედებას პლასტიკი ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს.

ყველა საჭმელი სახლში მოტანისთანავე შუშის ჭურჭელში შეინახეთ.

 

 

3) ტეფლონის ტაფები და ქვაბები – მათი ხმარება სერიოზულად ვნებს ჯანმრთელობას.

US Environmental Protection Agency (EPA) – დასკვნით, ის რისგანაც დამზადებულია ასეთი ჭურჭლის ზედაპირი, “სავარაუდოდ” კარცეროგენია. ეს არის ქიმიური შენაერთი, რომელსაც პერფთოროქთანის მჟავა ქვია ((PFOA). პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ტეფლონის ტაფა ხურდება, ფთორიდი ჰაერში გამოიყოფა და მომწამვლელი ზემოქმედება აქვს.

უსაფრთხოა კერამიკული ზედაპირიანი ტაფები და ქვაბები.

 

 

4) ჰაერის გამწმენდი აეროზოლები.

ჰაერის აეროზოლები შეიცავენ 2, 5 დიქლორფენოლს (2, 5-DCP), მეტაბოლიტ 1,4-დიქლორბენზოლს, რომლებიც იწვევენ… დაჩქარებულ სქესობრივ მომწიფებას და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, სიმსივნებს. ასევე დესტრუქიულად ზემოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე.

აეროზოლებზე უარის თქმა არ უნდა იყოს ძნელი, იხმარეთ ბუნებრივი არომატული ზეთები და საკმევლები.

 

 

5) ანტიბაქტერიული საპნები და სარეცხი საშუალებები

სხეულის რეგულარულ დეზინფექციას ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ეს იწვევს ა) რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებასბ ) ასეთ საპნებში შემავალი ტრიკლოზანი იწვევს 1) ნაყოფის განვითარების შეფერხებას ფეხმძიმე ქალებში 2) ალერგიებს 3) ჩიყვს 4) წონაში მომატებას.
ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა US Food and Drug Administration (FDA) განაცხადა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ანტიბაქტერიული საპნები უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი საპონი”.

ტრიკლოზანი ასევე არის – Colgate Total კბილის პასტაში, აკნეს საწინააღმდეგო კრემებში.

 

უნივერსალური დეზინფექციური საშუალება, რომელიც, როგორც ვირჯინიის პოლიტექნიკურ უნივესიტეტში ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, კლავს სალმონელას, შიგელას, ნაწლავურ ჩხირს უფრო ეფექტურად, ვიდრე ქლორამინი და ყველა სამზარეულოს სარეცხი საშუალება! და ამასთან, არაა მავნე ადამიანისთვის, ამ საშუალებით შეგიძლიათ მოწმინდოთ არამარტო ზედაპირი, არამედ – პროდუქტებიც დაამუშავოთ…

 

3% წყალბადის ზეჟანგი და ძმარი. სულ ესაა საჭირო დეზინფექციისთვის. მოაპკურეთ ზედაპირზე. შედეგი – სრული დეზინფექცია.

 

6) ყველა ქიმიური გამწმენდი საშუალების მაგივრად, შეგიძლიათ ეს მარტივი, არამავნე და ეფექტური საშუალებები იხმაროთ:

 

სოდა თეთრი ძმარი ლიმნის წვენი
წყალბადის ზეჟანგი სარეცხი საპონი Organic essential oils (optional). Certain ones, including lavender and tea tree oil, have anti-bacterial qualities არომატისთვის ლავანდის ზეთი, ან ჩაის ხის ზეთი
   

 

7. სამწუხაროდ, უმეტესობა კოსმეტიკური საშუალებები შეიცავენ მძიმე მეტალებს. ეს ეხება როგორც მეიკაპს, ასევე დუშგელებს, შამპუნებს, ლოსიონებს. დადგინდა, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იყენებს მეიკაპს, კრემებსა და დუშგელებს, 15 წლის მანძილზე 5 კილო ქიმიურ შენაერთებს ითვისებს კანიდან.

ვისაც ადარდებს ჯანმრთელობა, უმჯობესია, გადაერთოს ორგანულ კოსმეტიკაზე.

 

8. დადებითი ინფორმაცია სპეციები, რომლებიც ძალიან სასარეგებლოა და მათი მოხმარება არა მარტო გემრიელს ხდის საჭმელს, არამედ – აჯანსაღებს ორგანიზმს:

1. ჯინჯერი

2. მიხაკი

3. კარდამონი

4. როზმარინი

დაძველებული სუნელები კარგავენ თავიანთ სამკურნალო თვისებებს.’

 

9. სმარტ ფონების გამოსხივება მავნეა ჯანმრთელობისთვის. ისინი, პოტენციურად, იწვევენ
ტვინის სიმსივნეს გამოსხივებული რადიაციის გამო მაშინაც კი, როდესაც არ ვლაპარაკობთ ტელეფონზე. ამიტომ, როგორც მინიმუმ, მათი სხეულთან ახლოს ტარება არ შეიძლება. განსაკუთრებით, დიდი ზიანი ადგება 20 წლამდე ახალგაზრდებს.

 

10. სკამზე ჯდომა… აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი ჯდომა ისეთივე რისკ ფაქტორია, როგორიც თამბაქოს მოწევა.

რაა გამოსავალი? 50 წუთზე დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა არაა სასურველი. ამის მერე უნდა ადგეთ და გაიაროთ. დადგინდა, რომ დღეში ადამიანმა უნდა გაიაროს 7 000-დან 10 000-მდე ნაბიჯი. 

 

წყარო: http://mirchie-love.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია