საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის გამგებელმა 20 წარმატებული სტუდენტისთვის სტიპენდია დააწესა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/10 19:05:51

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან მახათაძის, ინიციატივით შეირჩა 20 საუკეთესო სტუდენტი ჭიათურიდან და მათთვის მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი გამოიყოფა.

 

„20 სტუდენტი, რომელიც საუკეთესო რეზულტატებით გამოირჩევა, ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს. მახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს როგორ დამენიშნა ჯერ 15, შემდეგ 18 და 21 ლარი სტიპენდია და ეს მცირე თანხაც ძალიან მახარებდა. 100 ლარი, ბუნებრივია, დიდი თანხა არ არის, მაგრამ ამით ჩვენ გამოვხატავთ თანადგომას იმ წარმატებული სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ასახელეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ამ 20 სტუდენტიდან ზოგი პირველკურსელია, ზოგიც _ უფრო მაღალი კურსის სტუდენტი, მაგრამ, რადგან ახლა დაიწყო ეს პროექტი, ამიტომ ასაკობრივი ნიშანი გამოვრიცხეთ და აკადემიური გავითვალისწინეთ. იმედია, რომ მომდევნო წლებშიც მოხერხდება ასეთი სტუდენტების წახალისება“, _ აღნიშნა სულხან მახათაძემ.

 

 

 20 სტუდენტიდან მხოლოდ 2 ვაჟი იყო შერჩეული. ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, ჟორა კაციტაძეს: „ახლა მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და ის 100 ლარი, რომელიც ყოვლთვიურად გადმომეცემა სტიპენდიის სახით, ჩემთვის დამატებითი მოტივატორი იქნება, რომ კარგად ვისწავლო. ამის გარდა, ეს ჩემთვის ფინანსური სტაბილურობის განცდის საფუძველიცაა. მადლობას ვუცხადებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და, იმედია, ასეთი სასარგებლო მხარდაჭერა ტრადიციად იქცევა ჭიათურელი სტუდენტებისათვის“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია