დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში 9 აპრილი აღნიშნეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/10 08:04:33

ჭიათურაში, 9 აპრილისსახელობის სკვერში, ტრადიციულად, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, პარლამენტის წევრი მალხაზ წერეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.


დღესვე, მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა გიორგი (გოგოლაშვილმა) გადაიხადა.


1989
წლის 9 აპრილს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი დაიღუპა, დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა აქციის ასობით მონაწილე.

 

9 აპრილის აქციაზე არაერთი ჭიათურელი იყო. საბედნიეროდ, მათ შორის არავინ დაღუპულა, თუმცა მხუთავი გაზით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია