საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული კონკურსი
კონკურსი „მოდინახე“ წელსაც გაიმართება
2015/04/08 18:02:27

გასულ წელს „ჯორჯიან ემერიქენ ელოისმა“ აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ დააფინანსა. კონკურსმა აღიარება პირველსავე წელს მოიპოვა და 2015 წელს ის ისევ გაიმართება.  ლიტერატურული კონკურსის საინფომაციო მხარდაჭერას ახორციელებს გაზეთები „პოსტკრიპტუმი“ და „ინდუსტრიული მაცნე“, ტელეკომპანია „იმერვიზია“ და საინფორმაციო პორტალი psnews.ge.

 

მკითხველს ვთავაზობთ იმ წესებსა და პირობებს, რომელიც უნდა დაიცვას კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა:

 

1. საკონკურსე ნაწარმოების მოცულობა არ არის განსაზღვრული.

 

2. ნაწარმოები არ უნდა იყოს  რომელიმე კონკურსში გამარჯვებული.

 

3. ნაწარმოების გამოქვეყნებულობას არ აქვს მნიშვნელობა.

 

4. საკონკურსოდ ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს აუცილებლად ელექტრონული მისამართით "ვორდის" ფაილის სახით, რომელიც შესრულებული იქნება ქართული უნიკოდით. სხვა სახით შემოსული მასალები საკონკურსოდ არ მიიღება და არც დასტურდება მისი მიღება. ფაილზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ავტორის ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი. ავტორის ასაკი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

 

5. ნაწარმოები იგზავნება მისამართზე rokorolandi@gmail.com და დასტურდება მასალის მიღება სიტყვით ,, მიღებულია“.

 

6. გამოგზავნის პერიოდი 01.04-დან 30.04-მდე.

 

7. საკონკურსო ნაწარმოებებიდან შეირჩევა 10 ფინალური ლექსი, რომელთა ავტორები მიიღებენ შეტყობინებას 15 მაისამდე მათი ნაწარმოების ფინალში გადასვლის შესახებ.

 

8. საკონკურსო ნაწარმოების ჟანრი მკაცრად განსაზღვრულია და აუცილებლად უნდა იყოს ლირიკული.

 

9. ათი ფინალური ლექსიდან სამი გამარჯვებული ნაწარმოების ავტორები ჯილდოვდებიან 500, 300 და 200 ლარით.

 

10. მასალები ფასდება 10 ბალიანი სისტემით ჟიურის წევრების მიერ დამოუკიდებლად და იკრიბება ფინალურ შეხვედრამდე. გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოებამდე მხოლოდ კონკურსის ავტორმა იცის.

 

11. ათი ფინალისტის გზის ხარჯებს ფარავს კონკურსის ბიუჯეტი, თითო ფინალისტზე, მაქსიმუმ, 50 ლარით. თანხა გადაეცემათ ფინალისტებს საჩხერეში ფინალურ დაჯილდოებამდე გზის ხარჯის გათვალისწინებით (ანაზღაურდება ბილეთის ღირებულება ორმხრივად).

 

12. ფინალისტები დაჯილდოებამდე ეცნობიან ერთმანეთსა და ფინალურ ლექსებს.

 

13. ფინალი მოეწყობა ქალაქ საჩხერეში შერჩეულ ადგილზე (სავარაუდოდ, ფონდი „მოდინახეს“ დარბაზში)

 

14. ფინალისტები უზრუნველყოფილ იქნებიან კვებითა და ღამისთევით (ფინალისტები საჩხერეს ტოვებენ ფინალის მეორე დღეს სურვილის შემთხვევაში).

 

15. ფინალისტებისათვის მოეწყობა მცირე ექსკურსიები.

 

16. ჟიურის წევრები იქნებიან: პროექტის ავტორი _ როლანდ ხოჯანაშვილი, გენერალური სპონსორის წარმომადგენელი _ „ჯორჯიან ემერიქენ ელოისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ზაქარია ზალიკაშვილი, გამომცემლობა „გლოსას“ დირექტორი, "პალიტრა ელის" რედაქტორი, მწერალი და დრამატურგი ეკატერინე ჭკადუა,  გასული წლის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი მანანა ფრუიძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე.

 

17. კონკურსში მონაწილეობა, ტრადიციულად, ეკრძალებათ მხოლოდ ,,მოდინახეს“ პირველი ადგილის მფლობელებს.

 

18. ფინალისტებისათვის შეუძლიათ მსურველებს დააწესონ თავიანთი ,,სიმპატიის პრიზი“ და ამ პრიზების გადაცემას ახორციელებენ ჟიურისთან შეთანხმების გარეშე.

 

19. კონკურსანტების მხრიდან პრეტენზიები არ განიხილება. იმ ადამიანებს, რომელთაც ეეჭვებათ კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებათა ობიექტურობა, საკონკურსო მასალებს ნუ გამოაგზავნიან.

 

20. ფინალი გაიმართება, ტრადიციულად, მაისის ბოლო შაბათ დღეს. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ 2015 წელი, როცა იმართება ,,აკაკიობის“ გრანდიოზული ღონისძიებათა ციკლი. სავარაუდოდ, ,,მოდინახე“ გახსნის ,,აკაკიობის“ ღონისძიებებს. ფინალის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ ეცნობებათ ფინალისტებს ელექტრონული ან სატელეფონო ფორმატით.

 

 2014 წლის „მოდინახეს“ თანაავტორობა გაუწია ფონდმა „მოდინახემ“, წელს კი _ მუზეუმი „საწერეთლო.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია