დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტაჟიორის ვაკანსია
2015/04/08 17:53:05

დამსაქმებელი: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

 

თანამდებობა: სტაჟიორი

 

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

 

განაკვეთი: სრული

 

  

ინფორმაცია:

პოზიციაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. სტაჟირება საწყის ეტაპზე (3 თვე) არ არის ანაზღაურებადი. 3 თვის შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება გააგრძელონ ორგანიზაციაში მუშაობა,  ამასთანავე, სტაჟირების სრულ პერიოდში ორგანიზაცია დაფარავს სტაჟიორის კომუნიკაციისა და სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს. სტაჟიორს საშუალება ექნება ორგანიზაციის დახმარებით უფასოდ გაიაროს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ–სემინარები.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

 

სტაჟიორი ჩართული იქნება PR მიმართულებით განხორცილებულ საქმიანობებში, კერძოდ:

 

·      PR მენეჯერის ასისტირება ორგანიზაციის ვებ– გვერდისა და Facebook გვერდის  მართვაში;

 

·      მიმდინარე ღონისძიებებზე ნიუსების მომზადება;

 

·      სპეციალური PR ღონისძიებების დაგეგვმასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

 

·      ორგანიზაციის შესახებ რადიოსა და ტელევიზიაში გასული სიუჟეტების და ბეჭდურ/ელექტრონულ   მედიაში განთვსებული სტატიების შეგროვება;

 

·      სხვა საქმიანობების შესრულება PR მენეჯერის დავალებით.

 

·      PR მასალების თარგმნა ინგლისურ ენაზე;

 

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

 

 

·      ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

 

·       კომპიუტერული  პროგრამების ცოდნა;

 

·      კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის მაღალი უნარები;

 

·      ინიციატივიანობა და კრეატიულობა;

 

·      ორგანიზებულობა;

 

·      ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები) –  (სასურველია).

 

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: 1) რეზიუმე (CV); 2) სერთიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის ასლები (იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია მათი წარმოდგენა)  3) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე და  4) მინიმუმ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. მისამართზე: . ქუთაისი გრიშაშვილის #4 შესახ. #8, ტელ: 0 431 25 13 30; ან ელ_ფოსტაზე: admin@kedec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ „სტაჟიორის ვაკანსია“. საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 26 აპრილის  ჩათვლით.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2224
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია