დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მუნიციპალიტეტში გზების მოასფალტების პროცესი გრძელდება
2015/04/08 14:24:18

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გზების მოასფალტების პროცესი კვლავ განახლდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტის რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე აუცილებელია გზების დაფარვა ასფალტით ან ბეტონის საფარით, სხვა შემთხვევაში გზებს ნიაღვარი გადარეცხავს და ამორტიზებული გზების ყოველწლიური შეკეთება მოხრეშვით უშედეგოა.

 

ამჯერად აქტიურად მიდის ჭიათურა-ხვაშითის გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს გეზრული-ჭიათურის მიმართულებით. ორივე მარშრუტი ყველაზე რთულად ითვლება მუნიციპალიტეტის სინამდვილეში. შპს „ქვაფენილის“ მიერ წარმოებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს იმ რვა სოფელში, რომლებსაც მოემსახურება ასფალტირებული გზა. მახათაძის განცხადებით, უმოკლეს დროში მოხდება  მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა და ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრის გეგმების ანალიზი, რომელიც კვლავ რჩება სამთოელების მუნიციპალიტეტში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია