დღეიდან ქუთაისში ახალი, თანამედროვე დიზაინის, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყეს.
ოცი დღის მანძილზე ქალაქის თითქმის ყველა უბანში 400 ურნა დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიუ არტი“ ახორციელებს.
ახალი ურნების შეძენა დამონტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ორგანიზებას და მეთვალყურეობას ააიპ „სპეციალური სერვისები“ უწევს.