დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკომიგრანტ ოჯახებს სახლები გადაეცათ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/08 11:52:58

მიმდინარე წელს  SDC-ის დაფინანსებით,  ეკომიგრანტი ოჯახებისათვის კიდევ 25 სახლი იქნება შესყიდული. 

 

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  (SDC) რეგიონალური დირექტორი რუდოლფ შოხი, გურიის გუბერნატორი ქეთი მოისწრაფიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე გურიის რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და მათთვის გადაცემული სახლები  მოინახულეს.

 

 

სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს   თანამშრომლობის შედეგად, 2014 წლის თებერვალში გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე უკვე შესყიდულია 20 საცხოვრებელი სახლი სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის.

 

 

SDC-ის დაფინანსებით, აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან უსაფრთხო გარემოში 20 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა, მათ შორის 15 გურიის რეგიონში. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, გურიის სოფლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შესყიდულ იქნა დამატებით 8 სახლი.  საცხოვრებელი სახლები სტიქიით დაზარელებულმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს.

 

 

მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმში, იუსტიციის სახლში, ვაშაყმაძეების ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურას დაესწრო.

 

 

სამინისტროს, SDC-ის, აჭარის მთავრობისა და რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრს შორის გაფორმებული ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, რეგიონალური განვითარების ცენტრმა ეკომიგრანტ ოჯახებს  საჭიროებებზე მორგებული პირველადი დახმარება გაუწია.  სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის შესყიდულ იქნა  საქონელი, კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის სათესლე მასალა, შესაწამლი აპარატურა, სასუქი, ჩითილის გამოსაყვანი მიწა, საქონლის ასაცრელი პრეპარატები,  ფუტკრის სკები,  ელექტრო ხერხი, კივის ნერგები და სხვა.

 

 

2015 წელს,  SDC-ის დაფინანსებით,  ეკომიგრანტი ოჯახებისათვის კიდევ 25 სახლი იქნება შესყიდული.  მიმდინარე წელს, სამინისტრო საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სტიქიით დაზარალებული  ოჯახებისათვის 100-მდე სახლს შეისყიდის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია