დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმიტირებული სასამართლო პროცესი მოსწავლეთა მონაწილეობით
2015/04/07 19:26:55

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით სააპელაციო სასამართლოში შპს - ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართა.


სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მალხაზ გურულს წერილობით მიმართეს და პროცესისთვის ნაფიცმსაჯულთა დარბაზის გამოყოფა სთხოვეს.


ნებართვის მიღების შემდეგ მოსწავლეებმა ბრალმდებლის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიმსაჯულების და პროცესში მონაწილე სხვა პირების როლები მოირგეს.


მონაწილეებს „პროცესი“ იმდენად მოეწონათ და გაითავისეს, რომ დასასრულს მისი იმიტირებულობა აღარც კი ახსოვდათ.


გვანცა გეგუჩაძე სამოქალაქო კლუბის ლიდერი: „ეს ჩვენი სამოქალაქო კლუბისთვის პირველი ინიციატივა იყო, თან ყველა მონაწილე პირველად ვიყავით სააპელაციო სასამართლოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურები, მობილიზებულები და ნოვატორები ვიქნებით“. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია