დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „ქუჩის ბავშვებისთვის“ დღის ცენტრი გაიხსნა
2015/04/07 16:19:03

ქუთაისში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის დღის წენტრი გაიხსნა.

 

დასავლეთ საქართველოში პირველად ამუშავდა მობილური ჯგუფები, რომლებიც ასეთ ბავშვებს გაუწევენ დახმარებას.

 

დღის ცენტრებში ბავშვები მიიღებენ სხვადასხვა სერვისს: უაფსო, ორჯერადი კვება, სამედიცინო მომსახურება, პირადი ჰიგიენის ხელშეწყობა, კრიზისული სიტუაციების მართვა, არაფორმალური განათლების მიწოდება. ფსიქოლოგები და სოც.მუშაკები მუდმივად იმუშვებენ მათი საჭიროებების გამოსავლენად.

 

მსგავსი ცენტრები ფუნქციონირებს რუსთავსა და თბილისში.

 

ცენტრი ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე გაიხსნა. დაწესებულების ფუნქციონირებას კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაციავორლდ ვიჟენ - საქართველოგაუწევს.

 
დღის ცენტრში მომსახურებას 30-მდე ბავშვი მიიღებს. ბენეფიციარებს ადგილზე ისეთ მომსახურებას გაუწევენ, როგორიცაა კვება, ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა.


ცენტრის გახსნას ქუთაისის მერიჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

დღის წენტრის შენობა ქუთაისის მერიისგან ამ საქმიანობისთვის ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია