დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა
2015/04/06 17:14:01

გინდა, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? შეცვალეთ თქვენი ფიქრები” — ალბათ, გსმენიათ ეს თეზისი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს არც ისე მარტივია. ნეგატიურზე კონცენტრირება ადამიანთა უმრავლესობას ჩვევაში აქვს გამჯდარი და ამის გაცნობიერება ძალიან უჭირს. რატომღაც გვგონია, რომ წუწუნის, უკმაყოფილების, აგრესიისგან გავთავისუფლებით მაშინვე, როგორც კი მოვინდომებთ. ზოგიერთი ისედაც პოზიტიურად მოაზროვნედ მიიჩნევს თავს. თუმცა ექპერიმენტი, რომელზეც ქვემოთ გესაუბრებით ამის გადამოწმების საშუალებასაც მოცემთ.


2006 წელს უილ ბოუენმა შემოგვთავაზა ერთი იდეა, რომელიც საკუთარი თავის პოზიტივზე გადართვის ტექნიკაა. იდეის არსი მდგომარეობდა შემდეგშიუნდა გავიკეთოთ ხელზე იისფერი სამაჯური იმის ნიშნად, რომ 21 დღეს გავატარებთ პრეტენზიების, წუწუნის, ჭორების და უკმაყოფილების გარეშე. თუ ამ ხნის მანძილზე ადამიანი მაინც ფიქრობს რაიმე ცუდზე, მან სამაჯური უნდა გადაიტანოს ერთი ხელიდან მეორეზე და თავიდან უნდა დაიწყოს ამ დროის ათვლა. ეს პროცესი გრძელდება მანამდე, ვიდრე ადამიანი არ შესძლებს მთელი 21 დღის მანძილზე ერთ ხელზე დაიტოვოს სამაჯური.


ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. ბევრი ადამიანის ცხოვრება საოცარი სისწრაფით შეცვალა უკეთესობისაკენ. თავისი ეფექტურიბის და სიმარტივის გამო იდეამ დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით.

 

იისფერი ფერი ითვლება სიბრძნის სიმბოლოდ, 21 დღე კი არის ის პერიოდი, როცა ჩვევები გადადიან ქვეცნობიერ დონეზე.

თავად ამ იდეის ავტორმა განაცხადა, რომ მან 21 დღე ერთ ხელზე სამაჯურის ტარება მხოლოდ ექსპერიმენტის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ შესძლო. ადამიანის უმრავლესობა ამ შედეგამდე 5-6 თვის შემდეგ მიდის. პირველი რამდენიმე კვირა სამაჯური დღეში 10-20-ჯერ გადადის ხელიდან ხელზე. შემდეგ დღეში ერთხელ, რამდენიმე თვის შემდეგ კი შეიძლება გაუძლონ მთელი კვირაც კი.

 

ამ პროცესში ხდება ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ვიწყებთ შემჩნევას ცხოვრების უკეთესი მხარის და რაც მეტად ვამჩნევთ, იგი მეტად ძლიერდება. თითქოს აქამდე თვალახვეულები ვიყავით და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო არც ისე ცუდია, რომ ყოველდღიურად ხდება რაღაც ახალი და სასიამოვნო.


ექსპერიმენტის დასაწყისში პოზიტიური მომენტების დაჭერა რთულია, მხოლოდ მოგვიანებით ვაცნობიერებთ, რომ სამყაროს აღქმა ჩვენი არჩევანია. იგი იცვლება მაშინ, როცა ვიცვლებით ჩვენ.

 

წყარო: http://dare.ge/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია