საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხვალ ჯანმრტელობის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/06 16:58:52

7 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში აღინიშნება „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“. ღონისძიება მზიურის პარკში, 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.



„ჯანმთელობის მსოფლიო დღის“ 2015 წლის ძირითადი გზავნილი მთელ მსოფლიოში სურსათის უვნებლობაა. 



სურსათის უვნებლობის საკითხის აქტუალიზაციისა და მოსახლეობაში ინფორმაციის დონის გაზრდის მიზნით, სააგენტო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მშობლებს ბავშვებთან ერთად და დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლებს იწვევს. „ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს“ ასევე საჯარო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სივრცე ღია ცის ქვეშ და მოხდება ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის დეგუსტაცია. მოსული სტუმრები ბავშვებთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო, ინფორმაციულ და სახალისო აქტივობაში. დიდებისა და პატარების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში დღის წამყვანი, ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები და ოჩოფეხებიანი ანიმატორები იზრუნებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებისგან კი უფროსები საკვების უსაფრთხოებასა და სწორად შენახვასთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს მიიღებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია