დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ფოლადის“ დირექტორი პრემიერმინისტრს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/04 20:11:09

.. „ქართული ფოლადისდირექტორი ნათია ჯაყელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ: 


 ,,სამართლებრივი ბრძოლის დაწყებისთანავე ვაფრთხილებდით ყველას, რომ არ ჩარეულიყვნენ ორი კერძო სუბიექტის დავაში და არ მომხდარიყო საკითხის პოლიტიზირება.  შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

გაუგონარი ფაქტია ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, თავს უფლებას აძლევს მოსამართლეს მოუწოდებს საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგეს, ხოლო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასდივერსიულსუწოდებს...


გუშინდელი განცხადება სასამართლო ხელისუფლებაზე პირდაპირი ზეწოლა, მოსამართლეთა დაშინება და კონკრეტულ კერძო დავაში უხეში ჩარევაა. მით უფრო, როცა სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც არ შეესაბამება სინამდვილეს.


სასამართლოში დავის საგანი არა 4500 ლარის დაკისრებაა, არამედ .. “ქართული ფოლადისსაკუთრებაში არსებული და რეაბილიტაციის პროცესში უკანონოდ გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონების  სამეურვეო მასაში დაბრუნებაა. სასარჩელო მოთხოვნა: 2011 წლის 27 დეკემბერს, დადებული ქარხნის აქტივების და მათ შორის წიდის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაა. ეს ყბადაღებული წიდა და ნაცარი ჯერ  შპსრუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფზეგაიყიდა 3 მილიონ ლარად და იმავე დღეს, იგივე ქონება, ასევე გუდავაძის კომპანია შპსრუსთავის ფოლადზე” 256 მილიონ ლარად გადაიყიდა. ამ ფიქციური გარიგებებისა და ფინანსური მაქინაციის შედეგად შპსრუსთავის ფოლადმა” 39 მილიონი ლარის საგადასახადო ზედმეტობა მიიღო, ხოლო ბიუჯეტმა ამავე ოდენობის ზარალი. სწორედ ეს გარიგებები სცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკვე მეორედ, კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილად.  ეს არის დივერსია?!


სსქართული ფოლადიმოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ყველა ინსტიტუტს, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, არასამათავრობო სექტორს მოახდინონ მკაცრი რეაგირება პრემიერის აღნიშნულ არამართლზომიერ და უფლებაშემლახველ განცხადებაზე.

უმთავრესი, რაც სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოებრივ თავმოყვარობას ეხება, პარემიერმინისტრის განცხადებამ კითვხვები ისევ წარმოშვა, პასუხის იმედი, არც ქმედებით და არც წერილობით, არ მაქვს მაგრამ მაინც შევახსენებ:

 

საქართველოს კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია?! სახელმწიფოს პირველი პირის მიერ მსგავსი განცხადება სასამართლოზე და საზოგადოებაზე პირდაპირი ზეწოლაა?!

სახელმწიფოს პირველმა პირმა  შეიძლება ორ მოდავე სუბიექტს შორის ვინმეს მხარე დაიჭიროს?!


რაც შეეხება დივერსიას  _ 2013 წლის 24 ივნისსქართული ფოლადისაფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დივერსია და ტერაქტი ესაა!!!!

სახელმწიფო დღემდე აფერხებს და ხელს უშლის გამოძიებას. მინიმუმ ადექვატური რეაქცია რომ გქონოდათ, იქნებ აგვეცილებინა შემდგომი ტრაგედიები! იქნებ ვერავის გაებედა ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობა?!

 

საქართველოს ხელისუფალნო! ალეკო მაისურაძისა და ზაზა ნინიძის სიცოცხლე არ ღირდაიმედისმოჩვენებით თანადგომად! თქვენ აქაც მხარედ იქეცით!

ბუჯეტის ზარალი?! ეს კითხვები რატომ არ უჩნდება პრემიერს როცა ინა გუდავაძისა და მისი კრიმინალური ჯგუფის მიერ ბიუჯეტიდან მინიმუმ 39 მილიონის მოპარვას ეხება საქმე?!


შპსრუსთავის ფოლადისგანცხადებები საწარმოს გაჩერებისა და 2500 დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ  სასამართლოსა და საზოგადოების, პირდაპირი შანტაჟიასამწუხაროდ, იგივე პრემიერმაც გაიმეორა და, ორი სუბიექტის კერძო დავაში დაინტერესებულ პირად მოგვევლინა. ეს პირდაპირ არღვევს სასამართლო დამოუკიდებლობასა და სსქართული ფოლადისკანონიერ ინტერესებს.  


ასე რომ, თქვენ, ბატონო პრემიერო, გუშინ მხარე იყავით და ინა გუდავაძისა და მისი ჯგუფის ტყუილის ტირაჟირება მოახდინეთ!


რაც შეეხება სასამართლოს, _ მისი განმარტება იურიდიულად დასბუთებული გადაწყვეტილებაა!


 ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს პრემიერს, ხოლო 2013 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრსარ გაუჩნდა კითხვები და სამძიმრის სურვილი?!


 რატომ მაშინ არ გაუჩნდა კითხვები როცა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კუბლაშვილმა და უდიპლომო მოსამართლეებმა შეცვალეს?! ან მაშინ, როცარუსთავის ფოლადისმესვეურები ბიუჯეტს ძარცვავდნენ?!

დუმილი ამ შემთხვევაში არ არისოქრო ქებული“! ეს დუმილი მკვლელების ქურდების და ძალადობის თანაზიარობაა!“


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია