დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ომის დღიურები’’
2015/04/03 14:37:05

2015 წლის 1 პარილს, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, იმერეთის სასკოლო  სამოქალაქო კლუბების წევრები ჟურნალისტ ლია ხარაბაძეს შეხვდნენ. შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა.


ლია ხარაბაძე  უკვე წლებია ჟურნალისტად მუშაობს, ის აქტიურად აშუქებდა აფხაზეთის ომის მოვლენებს. ბოლო პერიოდში გაზეთ „ქრონიკა +“- ში  პერიოდულად იბეჭდებოდა მისი „ომის დღიურები“. ჟურნალისტი მოსწავლეებს სწორედ იმ შთამბეჭდავი ისტორების შესახებ ესაუბრა, რომელიც მას, როგორც ომის ჟურნალისტს, გადახდა თავს.


გულწრფელ საუბრისას სტუმარი სხვა თემებსაც შეეხო –  სამოქალაქო განათლებას, გენდერულ თანასწორობას,  აქტიურ ქალს და მის როლს საზოგადოების განვითარების პროცესში.


მოსწავლეებმა უამრავი შეკითხვა დასვეს და თითეულ მათგანზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.


ლია ხარაბაძე,  ჟუნრალისტი: „ძალიან დიდი სითბო და ენერგია მივიღე დღევანდელი შეხვედრით,  მადლობა ამისთვის სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობას“, მადლობა ამ ბავშვებს, რომლებიც მზად არიან, უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო და ამაში ჩვენ, უფროსები, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია