ლიტვის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში, აგრეთვე ლიტვაში არსებულმა და მოქმედმა LCC საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2015 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით ჩაატარა „ინგლისური ენის საჯარო მეტყველების“ კონკურსი.
ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის XII კლასის ორმა მოსწავლემ: ქეთევან კლდიაშვილმა და ნინო ფოცხორაიამ, ინგლისური ენის მასწავლებელი ანა სივსივე.
საკონკურსო შერჩევის შედეგად, I ადგილი და საგზური ლიტვის რესპუბლიკაში დაიმსახურა ნინო ფოცხორაიამ, ის აგრეთვე დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და სერტიფიკატებით. სერტიფიკატი გადაეცა ინგლისური ენის მასწავლებელს ანა სივსივესაც.